შეხვედრის მე-15 წუთზე დეიან ლოვრენი ბურთის ამოტანას ცდილობდა, რა დროსაც ბურთი მილნერს სახეში მოხვდა და კარში შევარდა.
"ვინმეს შეუძლია მირჩიოს, როგორ მოვიშორო ჩემპიონთა ლიგის ლოგო სახიდან? 9 ასისტი, მინუს ერთი გოლი", - დაწერა მილნერმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "რომას" გამარჯვებით, 4:2 დასრულდა, თუმცა ფინალში მაინც მერსისაიდელები გავიდნენ.
▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი: "ლივერპულმა" 4 გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]