სერხიო რამოსის მიერ იდაყვჩარტყმულ ლორის კარიუსს აშშ-ში რენტგენი გადაუღეს

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან 2 დღის შემდეგ "ლივერპულის" მეკარეს, ლორის კარიუსს, რომელსაც იდაყვი სერხიო რამოსმა ჩაარტყა, ამერიკაში თავზე რენტგენი გადაუღეს.

ნამატჩევს კარიუსი დასასვენებლად ბოსტონში გადაფრინდა, სადაც კლუბის ექიმები დაუკავშირდნენ და სასწრაფოდ რენტგენის გადაღება მოსხთოვეს, რადგან ეშინოდათ, რომ შეიძლება ტვინის შერყევა ჰქონოდა.

გამოკვლევის შედეგებს არ იტყობინებიან. "სპორტ ბილდი" კი ამტკიცებს, რომ მას ტვინის შერყევა ჰქონდა და ამან გამოიწვია დაშვებული შეცდომები.

რამოსთან შეჯახებიდან 2 წუთში კარიუსმა საშინელი შეცდომა დაუშვა და კარიმ ბენზემამ ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ კიდევ ერთი კურიოზული გოლი
გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამოსმა მოიგო ფინალი
დათო
22:14 04-06-2018
1

სიახლეები პოპულარული