"ატლეტიკო" მადრიდში "დორტმუნდს" დაუხვდება და შური აქვს საძიებელი 0:4-ისთვის. მადრიდულმა კლუბმა ისტორიაში მეორედ წააგო ამ ანგარიშით ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო დიეგო სიმეონეს 391-მატჩიან კარიერაში მადრიდელთა თავკაცის პოსტზე ეს პირველი 4-ბურთიანი მარცხი იყო. მართალია, "ატლეტიკოს" კარგი დროება არ უდგას, რაც "ლეგანესთან" მადრიდულ დერბიშიც გამოჩნდა, მაგრამ დორტმუნდელთათვის გაბრაზებული "ატლეტიკო" ერთიორად საშიშია. როგორც უკვე ვთქვით, 4 ბურთით სიმეონეს
ტიერი ანრის ევროთასებზე "მონაკოს" მწვრთნელის რანგში დებიუტი აქვს "ლუი მეორეზე". ყველა შორეულ 1997 წელს იხსენებს, როცა მოთამაშე ტიერი ანრის ჰქონდა საშინაო დებიუტი ლიგაზე. მაშინ მისმა "მონაკომ" "ლევერკუზენს" 4:0 მოუგო, ხოლო ანრიმ 2 გოლი გაიტანა. ფრანგებს ესღა აძლევთ იმედს. ისე კი, "მონაკო" საშინელ ფორმაშია და მას არც ანრის მისვლამ უშველა - ლიგა 1-ის მორიგ ტურში "მონაკო" უსახელოდ დამარცხდა და გასავარდნ ზონაშია.
ოთხეულის შანსი
მეოთხე ტურშივე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზურის მოპოვება რამდენიმე გუნდს შეუძლია. ესენია: "დორტმუნდი", "ატლეტიკო", "ბარსელონა", "ინტერი", "აიაქსი", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი". ამ 8 გუნდიდან 4 დღეს თამაშობს. თანაც, ისინი ერთმანეთს ეთამაშებიან - "ატლეტიკო" "დორტმუნდს" დაუხვდება, ხოლო "ინტერი" "ბარსელონას" მასპინძლობს.
მაშ ასე, "დორტმუნდი" მადრიდში მოგებით პლეი-ოფში გადის. ამ თამაშს თუ "ატლეტიკო" მოიგებს, ის პლეი-ოფის საგზურს გაინაღდებს, თუკი ჯგუფის მეორე შეხვედრა ფრედ დასრულდება. "დორტმუნდს" მოგება არა მარტო საგზურს, არამედ გარანტირებულ პირველ ადგილს მოუტანს.
"დორტმუნდის" მსგავსად, "ბარსას" "სან სიროზე" მოგება პირველ ადგილსა და პლეი-ოფის საგზურს მოუტანს. "ინტერი" მოგებითა და ჯგუფის მეორე მატჩში დაფიქსირებული ფრის წყალობით გავა პლეი-ოფში. ვნახოთ, რომელი კლუბი მოიპოვებს პირველი გაზაფხულის საგზურს ჩემპიონთა ლიგაზე.
A ჯგუფი
მონაკო-ბრიუგე 21:55
სავარაუდო შემადგენლობები
მონაკო (4-5-1): ბენალიო - ტურე, გლიკი, ჟემერსონი, ჰენრიხსი - გოლოვინი, აიტ-ბენასერი, დიოპი, ტილემანსი, შადლი - ფალკაო
ბრიუგე (3-5-2): ჰორვატი - დენსვილი, მიშელი, პულენი - მატა, ნაკამბა, ვანაკენი, ვორმერი, ვლიეტინკი - ვესლი, შრივერსი
ატლეტიკო-დორტმუნდი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუიში - ლემარი, როდრი, საულ ნიგესი, ა. კორეა - გრიზმანი, მარტინში
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, გერეირო - ვიტსელი, დელეინი - პულიშიჩი, რეუსი, სანჩო - პაკო ალკასერი
B ჯგუფი
ინტერი-ბარსელონა 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, შკრინიარი, დე ვრეი, ასამოა - ბროზოვიჩი, ვესინო - პოლიტანო, ნაინგოლანი, პერიშიჩი - იკარდი
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - ვიდალი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი (კოუტინიო), ლ. სუარესი
ტოტენჰემი-პსვ 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - ორიე, სანჩესი, ალდერვეირელდი, დევისი - დემბელე, ვინკსი - სონი, ერიკსენი, ალი - კეინი
პსვ (4-3-3): ზოეტი - ანხელინიო, ვიერხევერი, შვააბი, დუმფრისი - ჰენდრიქსი, პერეირო, როსარიო - ბერგვეინი, დე იონგი, ლოსანო
C ჯგუფი
ცრ.ზვეზდა-ლივერპული 21:55
სავარაუდო შემადგენლობები
ცრვენა ზვეზდა (4-4-1-1): ბორიანი - სტოიკოვიჩი, დეგენეკი, სავიჩი, როდიჩი - ებესილიო, იოვიჩიჩი, ბენი, კრსტიჩიჩი - მარინი - პავკოვი
ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - ფაბინიო, მილნერი, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე
ნაპოლი-პსჟ 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (4-4-2): ოსპინა - მაქსიმოვიჩი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, რუისი - მერტენსი, ინსინიე
პსჟ (3-4-3): ბუფონი - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კიმპემბე - მონიე, დრაქსლერი, ვერატი, ბერნატი - ნეიმარი, კავანი, მბაპე
D ჯგუფი
შალკე-გალათასარაი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (3-5-2): ნიუბელი - სტამბული, სანე, ნასტასიჩი - კალიჯური, რუდი, შიოპფი, სერდარი, ჰარიტი - ემბოლო, უთი
გალათასარაი (4-2-3-1): მუსლერა - მარიანო, ოზანი, სერდარ აზიზი, ლინესი - ნდიაიე, დონკი - ფეგული, ბელჰანდა, როდრიგეში - ონიეკურუ
პორტუ-ლოკომოტივი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ:(4-3-3): კასილიასი - მაქსი, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელიესი - დანილო, ოლივერი, ოტავიო - კორონა, ბრაჰიმი, მარეგა
ლოკომოტივი (4-5-1):გილერმე - იგნატიევი, ჩორლუკა, კრიხოვიაკი, ჰიოვედესი - დენისოვი, ბარინოვი, ფერნანდეში, ან. მირანჩუკი, ალ. მირანჩუკი - ფარფანი
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"