ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, ბელგრადში "ცრვენა ზვეზდასთან" წაგება (0:2) "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შემდეგნაირად ახსნა.
"მეტოქეს ბევრი მომენტი ჰქონდა და გამოიყენა. მეორე ტაიმში ვდომინირებდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ.
ადამიანი ვარ. თამაშის დასრულების შემდეგ 10 წუთში სიტყვა რომ მქონოდა მომზადებული, ეს სისულელე იქნებოდა. ახლა არაფერი არ მაქვს სათქმელი.
წავაგეთ და დამწუხრებულნი ვართ. რაიმეს გამოსწორება უკვე გვიანია. სტადიონზე ხმაურიანი ატმოსფერო ჩვენთვის პრობლემა არ იყო.
ჩვენი თამაშის მაგია ამ მატჩში დავკარგეთ და არა საერთოდ. ეს არ უნდა განმეორდეს".