კრიშტიანო რონალდოს ახალი რეკორდი: პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაზე მეასე მატჩი მოიგო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 გამარჯვებას მიაღწია.

მისმა გუნდმა გუშინ, 27 ნოემბერს "ვალენსია" მინიმალური სხვაობით (1:0) დაამარცხა და ეს გამარჯვება პორტუგალიელისთვის საიუბილეო და სარეკორდო აღმოჩნდა.

რონალდომ პირველ გამარჯვებას 2003 წელს "რეინჯერსთან" მიაღწია. მაშინ ის 18 წლის იყო და "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.

ეს ერთადერთი რეკორდი არ არის, რომელსაც პორტუგალიელი ვარსკვლავი ფლობს. ის ასევე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 121 გოლით. ასევე რეკორდსმენია ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით (17).

კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსში" გასულ ზაფხულს მადრიდის "რეალიდან" გადაბარგდა, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 3 მატჩში კი მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.

altჩემპიონთა ლიგა. V ტური: 8 გუნდი პლეი-ოფშია - ხოჭოლავას "შახტარმა" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად "ლიონს" უნდა სძლიოს [VIDEO]

alt"იუვენტუსმა" "სპალი" რონალდოს და მანძუკიჩის გოლებით დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცი ლეგენდა,კაცი გოლი,კაცი წარმატება.თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიო სპორტის ისტორიაში ასეთი სპორტსმენი.
თემო
16:11 28-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული