კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგაში ლეგენდარულ ფეხბურთელებს გაუთანაბრდა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ამ ტურნირზე რიგით მე-14 გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით მბაპე უკვე გაუთანაბრდა ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს. აღსანიშნავია, რომ 14 გოლის გასატანად მბაპეს მხოლოდ 24 მატჩი დასჭირდა, ხოლო ზიდანს - 80.

ხოლო ბრაზილიელ რონალდოს 14 გოლის გასატანად 40 მატჩი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა "მანჩესტერ იუნაიტედს" სტუმრად ანგარიშით 2:0 სძლია.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: პსჟ-მ ნეიმარისა და კავანის გარეშე "მანჩესტერს" სტუმრად მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ვფიქრობ ადრე ბევრად ადვილი იყო გოლის გატანა ვიდრე ახლა მბაპე კი ფენომენია...
akaki
14 თებერვალი 2019 18:00
0
მაშინდელი და ახლანდელი გოლების შედარება სათვალავით,არ შეიძლება.მაშინდელი წესებით გოლის გატანა,გაცილებით ძნელი იყო.თანაც ზიდანი ბომბარდირი კი არა,გამთამაშებელი იყო.
სოსო
13 თებერვალი 2019 12:43
19
ანუ, მაშინდელი წესებით გოლის გატანა იმდენად ძნელი იყო, რომ, თავდამსხმელებს გოლები ვერ გაჰქონდათ?
ზურა
15 თებერვალი 2019 00:30
1
რა წესები იყო ზიდანის და რონალდოს დროს?
irakli
13 თებერვალი 2019 13:52
1
ეს. ბიჭი ნამდვილი ფენომენია, დღეს ის პირველია, მესისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად
13 თებერვალი 2019 12:31
17

სიახლეები პოპულარული