რონალდოს "დიდი კვერცხების" ჟესტისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრება - "ატლეტიკო" უეფაში ჩივილს აპირებს...

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივო" ამტკიცებს, რომ "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში "დიდი კვერცხების" ჟესტისათვის "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო უეფამ შეიძლება რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.

ასეთ შემთხვევაში რონალდო მეოთხედფინალში "აიაქსთან" ვერ ითამაშებს.

ეს გუნდები ერთმანეთს 10 და 16 აპრილს შეხვდებიან.

ამავე ჟესტისათვის უეფამ მკაცრად არ დასაჯა "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე და მხოლოდ 20 ათასი ევროთი დააჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ თურმე, "ატლეტიკო" აღშფოთებულია რონალდოს საქციელით, რადგან მათი აზრით, ის სიმეონეზე უფრო გამომწვევად იქცეოდა და As-ის ცნობით, უეფაში ჩივილს აპირებენ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
სიცრუეა, ჭორიკანა,კატალონიური სეპარატისტების გაზეთმა "დელმუნდო დეპორტივომ"გაავრცელა.
vaxo
10:33 18-03-2019
0
ესეთი საქციელისთვის ყველა ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს,რო არ განმეორდეს მეტჯერ. აი ამ საქციელს ნახავთ რამდენი მიმდევარი გამოუჩნდება:)
გოგა
00:52 17-03-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული