უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"იუვენტუსის" პრეზიდენტი: "აიაქსმა" გამარჯვება დაიმსახურა, ეს უნდა ვაღიაროთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" ნამატჩევს (1:2) "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მეტოქის გამარჯვებას დამსახურებული უწოდა.

"აიაქსი" შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. 5-6 წელი ზედიზედ გავედით მეოთხედფინალში და წინსვლა გვსურდა.

"აიაქსი" ციკლების მიხედვით ვითარდებოდა. მათ ეს დაიმსახურეს. დაიმსახურეს ორივე შეხვედრიდან გამომდინარე. ამ ტურნირზე ნახევარ საათში შეიძლება მთელი სეზონის ნაშრომი წყალში გადაყარო.

სერია A-ს მიჯრით მერვედ მოგებასთან ახლოს ვართ და ეს დაუჯერებელია. "იუვე" რეიტინგში 43-ე იყო, ახლა კი  მეხუთეა.

"აიაქსმა" პრობლემები შეუქმნა "ბაიერნს", გამოაგდო "რეალი" და "იუვენტუსი".

ჩემთვის მარცხი მტკივნეულია, მაგრამ ყველას უნდა გვქონდეს საიმისო
კულტურა, რომ მეტოქის თამაში ობიექტურად შევაფასოთ.

ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს გუნდი, დარჩებიან თუ არა მისი წამყვანი ფეხბურთელები თუ სხვაგან გადავლენ. "აიაქსი" ფავორიტი არ იყო, მაგრამ უკვე ტურნირის მოგების რეალური პრეტენდენტია".