"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დღეს საოცარი "რომა" ვნახე. სწორედ ეს ვუთხარი ბიჭებს გასახდელში. დიახ, ჩვენ წაგებაზე ვლაპარაკობთ, 0 ქულაზე, მაგრამ "რომა" ყველა კუთხით ბრწყინვალე იყო.
მე მახვილგონიერება, თავდაჯერებულობა, რწმენა ვიხილე. ცხადია, წაგება წაგებად დარჩება, მაგრამ ჩვენ პროექტს უნდა შევხედოთ, როგორ იზრდება გუნდი დროის გასვლასთან ერთად.
მე დავინახე, რომ გუნდმა, რომელიც მოგებას იმსახურებდა, წააგო. ასეთია ფეხბურთი.
არ მინდა პენალტთან დაკავშირებული მომენტის განხილვა. არ ვიცი, უნდა ჩათვლილიყო თუ არა გოლი, რადგან სრულ ინფორმაციას არ ვფლობ, გამეორება არ მინახავს.
ნაცვლად ამისა, ჩემს გუნდზე მინდა ვკონცენტრირდე და იმაზე, თუ როგორ ითამაშეს მათ", - თქვა პორტუგალიელმა.
"იუვენტუსმა" ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო და 14 ქულით იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. "რომას" 15 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით