"ფიორენტინას" ფანებს დუშან ვლაჰოვიჩის "იუვენტუსში" გადასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობაზე სწრაფი და უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ.
არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონთან ახლოს, სადაც "ფიორე" საშინაო მატჩებს ატარებს, გულშემატკივრებმა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს.
ბანერებზე წერია: "პატივისცემა გოლების გატანით არ მოიპოვება. ვლაჰოვიჩი დედა***ლი კუზიანია (ანუ gobbi, "იუვენტუსის" ფეხბურთელებისა და ფანების მეტსახელი); "შენი დაცვა სიცოცხლეს ვერ შეგინარჩუნებს. ნაბ***რო ციგანო, შენთვის ყველაფერი დასრულებულია!"; "მალე შევხვდებით, ხიფათის მოყვარე ბიჭუნა!"; "ვლაჰოვიჩი ნაბი***რი ციგანია!"
იტალიური გამოცემების მიხედვით, დიდი შანსია, უახლოეს საათებში სერბმა თავ
დამსხმელმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი გააფორმოს. ვლაჰოვიჩი "ფიორენტინაში" მეოთხე სეზონს ატარებს და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
მომზადებულია goal.com/it/-ის მიხედვით
რა თქმა უნდა დასაგმობია ასეთი რამ ფეხბურთელის მიმართ და არა მარტო ფეხბურთელის მიმართ. ეს ხომ სპორტია და არა ომი? მარა რადგან შუა ევროპაში ხდება ეს ფაქტი, არ ნიშნავს რომ აქ გასასამართლებლად გამოდგება. აი იქ ხდება და მოდი აქაც მოხდესო. იქ ბევრი სხვა რამ ძალიან კარგიც ხდება...რა თქმა უნდა ჩვენთანაც ხდება. მარა ყველა ადამიანის უფლებას პატივი უნდა ვცეთ და არ ვიმართლოთ იმით თავი რომ სადმე სხვაგანაც ხდება. ჩვენ ჩვენს მივხედოთ და ყველამ თავისას. უფლება დამცველები კი იმიტომ არსებობენ რომ ყველაფერზე რეაგირება მოახდინო და ჩვენი საკრიტიკო არაფერი აქვთ. არც აქ არის ომი რომ მათი კრიტიკა მოღალატედ აღიქვას ვინმემ. ყველაფერ ცუდზე უნდა ვიყვიროთ ყველამ რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ უფრო უკეთესები. არ უნდა ეძებო ნაცი და ქოცი რაც დასაგმობია უნდა დაგმო. აგერ მეტროში ბიჭი კინაღამ მოკლა პოლიციელმა, ახლა ისევ ნაცების კუდს მონახავენ. ყველაფერის პოლიტიკაში გარევა სირცხვილია. მე პირადად მეტროს კადრების ბევრჯერ ნახვისას დამიმძიმდა გული.