ეშლი იანგი "ბარსელონასთან" მარცხზე: პირველი გოლი რომ გაგვეტანა...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა ეშლი იანგმა "ბარსელონასთან" 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ უეფას ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა.
"რთულია, შევეგუოთ მარცხს, როცა ასე კარგად დავიწყეთ თამაში და ორი თუ სამი მომენტი შევქმენით. გოლი პირველებს რომ გაგვეტანა, სულ სხვა თამაში იქნებოდა. თუმცა მოწინააღმდეგეების კლასმა თავისი როლი ითამაშა და მოიპოვეს გამარჯვება", - აღნიშნა იანგმა.

"ჩვენ თავიდანვე აქტიურად გვინდოდა  შეტევა და ვგრძნობდით, რომ მალევე შეგვეძლო მათთვის გატანა. უნდა შევაქო გუნდი იმ მომენტებისთვის, რომლებიც საწყის 15-20 წუთში შევქმენით. ვთვლი, სხვა დღეს რომელიმე მათგანს აუცილებლად გამოვიყენებდით", - განაცხადა
მანჩესტერელთა 33 წლის ფეხბურთელმა.

რაც შეეხება ნახევარფინალში გასულ "ბარსელონას", მათი მეტოქე დღეს საღამოს გაირკვევა პორტუგალიაში, სადაც "პორტუ" "ლივერპულს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველი გაგეტანათ თუ მეორე, წააგეთ და შეეგუეთ.
ლუკა
12:23 17-04-2019
0
ეშლი იანგს ასე ვუპასუხებდი: "ბებიას რომ --- ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა"
qomagi
12:03 17-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული