იურგენ კლოპი: "ბარსელონას" პირველად დავუპირისპირდები, მოუთმენლად ველოდები მომავალ მატჩებს

AutoSharing Option
"ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "პორტუს" სძლია, დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში და მისმა მენეჯერმა იურგენ კლოპმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ამ სეზონში უკეთ ვიასპარეზეთ. ვიცოდით, ქარიშხალი გველოდა და ასეც მოხდა. მეორე ტაიმში მეტოქეს ძალები გამოელია, ბურთზე კონტროლი დავამყარეთ და გავიმარჯვეთ.

ჩვენი გუნდი უფრო გამოცდილია, ეს ცხადია. რამდენიმე რთული გასვლითი მატჩი გვქონდა და ვიცოდით, ეს გასულ სეზონში "სიტისთან" და "რომასთან" შეხვედრების მსგავსი იქნებოდა.

არ იყო ადვილი, მაგრამ ნახევარფინალში გავედით, ყველაფერი კარგადაა.

ამხანაგურ მატჩებს თუ არ ჩავთვლით, "ბარსელონასთან" პირველად ვითამაშებ. მოუთმენლად ველოდები ამ გუნდთან შეხვედრებს",
- განაცხადა კლოპმა BT Sport-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული