ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ტოტენჰემის" 1:0 ძლევის შემდეგ კომენტარი "აიაქსის" მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გააკეთა.
"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და კარგი გოლიც გავიტანეთ. აბსოლუტურად ვდომინირებდით. თუმცა შემდეგ თანდათან თამაშს თავი დავანებეთ. მოწინააღმდეგემ გვაიძულა. საერთოდ კი, ლომებივით ვიბრძოლეთ.
ველოდი, რომ ტაქტიკას შეცვლიდნენ. შეცდომა დავუშვით და კინაღამ გოლი გავუშვით. ნებისმიერ შემთხვევაში დადებით შედეგს მივაღწიეთ.
ფინალისკენ ნახევარი ნაბიჯი გადავდგით. მეტოქეზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ და სახლში უკეთ ასპარეზობა გვმართებს", - განუცხადა ტენ ჰაგმა Ziggo Sport-ს.
ფინალისკენ ნახევარი ნაბიჯი გადავდგით. მეტოქეზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ და სახლში უკეთ ასპარეზობა გვმართებს", - განუცხადა ტენ ჰაგმა Ziggo Sport-ს.