უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

იურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" ძლევის (4:0) შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"ო, ეს რაღაც განსაკუთრებულია. მატჩის წინ ბიჭებს ვუთხარი: "შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლებელია, მაგრამ რადგან თქვენ თქვენ ხართ, შანსი გვაქვს". ფეხბურთში ბევრი რამ გადამხდენია, ასეთი კი არა.

ვნახე, შეხვედრის მერე მილნერი როგორ ტიროდა. ეს ფეხბურთის საუკეთესო მომენტია. ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეებიცაა, მაგრამ ასეთი ატმოსფეროს შექმნა შესანიშნავია.

შენ წინაშე ტოპ-გუნდია და გოლის გაშვების უფლება არა გაქვს, მხოლოდ გატანა. არ ვიცი, ბიჭებმა ეს როგორ მოახერხეს", - განუცხადა კლოპმა BT Sport-ს.

ასევე დაგაინტერესებთ