უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სიტყვა, რომლითაც კლოპმა "ლივერპულის" ფეხბურთელებს "ბარსელონასთან" მატჩის წინ მიმართა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ხორვატმა მცველმა დეან ლოვრენმა "ბარსელონასთან" ისტორიული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ლოვრენმა ყურადღება გაამახვილა კლოპის სიტყვაზე, რომლითაც გერმანელმა თავის ფეხბურთელებს მატჩის წინ მიმართა.

"ვულოცავთ კლოპს. თამაშის წინ დაუვიწყარი სიტყვები გვითხრა. ეს რაღაც განსაკუთრებული იყო. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ მარტივად ჟღერდა: "გჯეროდეთ! გახსოვდეთ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია". თუმცა ეს იყო ის, რაც აქამდე არ გაგვეგო.

მან გვითხრა: "ბიჭებო, თუკი პირველი 15, 20 წუთის განმავლობაში ვერ გავიტანთ, იცოდეთ, რომ გატანა 65-ე, 66-ე და 67-ე წუთებზე შეგვიძლია. ჩვენ უკან "ენფილდი" დგას. ჩვენ შეგვიძლია
ამის გაკეთება" - გადმოსცემს ლოვრენის სიტყვებს Daily Express-ი.

აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ "ლივერპული" გახდა ისტორიაში მესამე კლუბი, რომელმაც ფინალში გასვლა პირველ მატჩში სამბურთიანი სხვაობით მარცხის შემდეგ მოახერხა. პირველად ეს "პანათინაიკოსმა" გააკეთა 1971 წელს, ხოლო 1986 წელს - "ბარსელონამ".

ამასთანავე, "ლივერპულმა" საკუთარი ისტორიის მანძილზე მესამედ მოახერხა ზედიზედ ორჯერ გასვლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. პირველად - 1977 და 1978 წლებში, მეორედ - 1984 და 1985 წლებში.

ასევე დაგაინტერესებთ