ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ბარსელონა" ფრეს დასჯერდა, "ზენიტმა" კი "გაზპრომზე გაზი გაუშვა" [VIDEO]

AutoSharing Option
5 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის პირველი სათამაშო დღის პირველი ორი მატჩი ჩატარდა.

ლა ლიგაში "ლევანტესთან" 1:3 წაგების შემდეგ "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სლავიას" ვერ მოუგო და ფრედ, 0:0 ითამაშა, რომელსაც სტუმრად ძლივს სძლია (2:1).

პრაღულმა გუნდმა ისევ კარგად ითამაშა "ბარსასთან". მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კოლარჟი და მიღწეული ფრე დიდწილად მისი დამსახურებაა. მან სემედოს, რობერტოს და სამჯერ მესის დარტყმული ბურთები მოიგერია, ხოლო ერთხელ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა.

"ბარსელონამ" თებერვლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა სახლში გოლის გატანა.

მასპინძელთა გუნდის მცველმა ჟერარდ პიკემ
ტურნირზე მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ ტურში "დორტმუნდთან" ვერ ითამაშებს.

ტურნირზე "ბარსა" სახლში ბოლო 34 მატჩში დაუმარცხებელია.

"სლავია" პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "კამპ ნოუზე" ბოლო 7 წელიწადში გოლი არ გაუშვა.


F ჯგუფი
ბარსელონა. "ნოუ კამპი". 67 023 მაყურებელი
ბარსელონა - სლავია 0:0

"ლაიპციგმა" პეტერბურგში, "გაზპრომ არენაზე" "ზენიტს" 2:0 მოუგო.

მე-12 წუთზე სტუმართა გუნდის მცველ ჰალსტენბერგის გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩაუთვალა, რადგან იქამდე ბურთი ხელზე ნახევარმცველ ნკუნკუს მოხვდა. თუმცა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ "ლაიპციგის" ნახევარმცველმა დემემ მაინც გახსნა ანგარიში. "ზენიტმა" ზედიზედ მეორე მატჩში გაუშვა გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში.

63-ე წუთზე ზაბიტცერი მეკარესთან პირისპირ გავიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

G ჯგუფი
პეტერბურგი. "გაზპრომ არენა". 50 452 მაყურებელი
ზენიტი - ლაიპციგი 0:2
გოლები: 0:1 დემე (45), 0:2 ზაბიტცერი (63)


მკითხველის კომენტარები / 8 /
ჰაჰაჰა, რა არასერიოზული ხალხი ხართ, მსუბუქად რომ ვთქვათ :))) ვიყავი თამაშზე. ძაან მაგარი სტადიონი აქვთ. სტადიონი კი არა ოპერაა. ფანები ჰყავთ სასწაული. მაგარი ატმოსფერო იყო. გერმანელებმა კლასით აჯობეს. ძიუბამ მართლა გაზი გაუშვა :)) მაგრები არიან რუსები. რა წესრიგი, რა სერვისი, რა გოგოები მუშაობენ სტადიონზე. ძალიან ცივილური სიტუაცია იყო. არც სიგარეტს ეწევა ვინმე შიგნით, არც მზესუმზირას იფურთხებიან. რამდენი საზურგეს მივეყუდე და ვიღაცის ფეხები არ დამხვდა, გავოცდი, ვერ გავიგე რა ხდებოდა :))) მერე მიმოვიხედე და საერთოდ ვერავინ შევამჩნიე ფეხებაშვერილი და სხვის სკამზე ფეხებშემოლაგებული.
odala
06 ნოემბერი 2019 01:39
4
Samcuxarod sakartvelos didi xania gazebi aqvs gashvebuli da moshvebuloc
aleko
06 ნოემბერი 2019 10:27
3
ეხ ზენიტისა რა გითხრათ ეგენი ჯგუფში მაინც გავიდნენ, მარა ჩვენმა ,,საბურთალომ" კი სომხებთან გაზიც გაუშვეს და სხვა რამეც მიაყოლეს.
დათო
06 ნოემბერი 2019 11:00
7
მომეწონა შენი შედარება, მერე ნომერი დატოვე და დაგირეკავ,რომ მასწავლო სად იშოვე ეგ შედარებები?
გელა 8
11 ნოემბერი 2019 20:47
0
ყველაფერს გაიგებს კაცი და "რა არასერიოზული ხალხი ხართ და რა ძაან მაგარი სტადიონი აქვთ". ეგ რა ოქროს შუალედია მაინც ვერ გავიგე.
მე
06 ნოემბერი 2019 02:47
2
ზენიტმა გაზი გაუშვა, სერიოზული სათაურია, აბა რა. იჯექით ჩაბოღმილები და წერეთ ასეთი სისულელეები. რაგბში ხომ უგებთ რაც მთავარია და რუსთაველი ხომ გყავდათ, მაშინ როცა ეგენი ტყეში დარბოდნენ.
Odala
06 ნოემბერი 2019 09:48
3
ამ კომენტარისთვის შემეიხიე ყველაფერი?:))
:)
06 ნოემბერი 2019 08:45
2
კომენტარი დამიდეთ
მე
06 ნოემბერი 2019 02:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული