ცნობილი გახდა, ითამაშებს თუ არა კრიშტიანო რონალდო "ატლეტიკოსთან"

AutoSharing Option
Calcimercato იუწყება, რომ კრიშტიანო რონალდო ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა და ის ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ითამაშებს.

მოგეხსენებათ, მაურისიო სარიმ პორტუგალიელი სერია A-ს გასულ ტურში "ატალანტასთან" სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა, რადგან "ბებერი სინიორას" ვარსკვლავს მცირე ტრავმა აწუხებდა.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება 27 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. ტურინელებს პლეი-ოფის საგზური უკვე განაღდებული აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული