გამოცემა Bleacher Report-ის ინფორმაციით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში სულ 30 ფეხბურთელია დარეგისტრირებული, რომლებსაც კრიშტიანო რონალდო ჰქვიათ.
ერთ-ერთი მათგანი პოტუგალიის ნაკრების კაპიტანი და ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდია.
დანარჩენი 29 მისი პროფესიონალური დებიუტის შემდეგ დაიბადა. დიდი ალბათობით, მათ კრიშტიანო რონალდოს პატივსაცემად დაარქვეს.
მათ შორის ყველაზე ასაკოვანი თავად რონალდოს შემდეგ კრიშტიანო რონალდო მორეირა სოუზაშია, რომელიც 2003 წლის თებერვალში დაიბადა. რამდენიმე თვით ადრე კი "სპორტინგში" რონალდოს დებიუტი შედგა.
მამამ აღიარა, რომ შვილს მასე სწორედ პორტუგალიელი ვარსკვლავის პატივსაცემად დაარქვა.
"სპორტინგის" ფანიც კი არ ვარ, უბრალოდ ძალიან მომწონდა
რონალდო. მხოლოდ 17 წლის იყო, თუმცა უკვე მაშინ მომწონდა მისი ხასიათი და თამაშის სტილი", - თქვა კრიშტიანო რონალდო მორეირა სოუზაშის მამამ.
29-დან უმრავლესობა 2004 წელს დაიბადა, როცა 19 წლის რონალდო უკვე პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო.