უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ნოიერი: ბუნებრივია, ყველას 2012 წლის ფინალი გაგახსენდათ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა და მეკარე მანუელ ნოიერმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე, რომლის შედეგადაც ბავარიელები 1/8-ფინალში ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდებიან.

"მთელმა გუნდმა ერთად ვუყურეთ კენჭისყრას. მოუთმენლად ველოდებით ლონდონში ჩასვლასა და თამაშს. ჩვენ ამ ადგილთან რამდენიმე კარგი მოგონება გვაკავშირებს.

ბუნებრივია, ყველა 2012 წლის ფინალზე ფიქრობთ. "ჩელსი" ძალიან სახიფათო გუნდია და მათ სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ ძალიან მაღალი დონის თამაში უნდა ვაჩვენოთ, თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს", - ციტირებს ნოიერს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.




ასევე დაგაინტერესებთ