"კალათში ადვილად დასაძლევი გუნდის სახელი არ ყოფილა. "სიტი" შესანიშნავი გუნდია ყველა კუთხით და ძალიან კარგი დუელი გამოვა. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ ამ შეხვედრებისთვის. ფეხბურთელებმა კარგად იციან, თუ რას ნიშნავს ეს ტურნირი მადრიდის "რეალისთვის" და "სიტისთან" ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს", - გაანცხადა "რეალის" სპორტულმა დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ.
"შესანიშნავი დაპირისპირება იქნება იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ეს შეჯიბრება 13-ჯერ აქვს მოგებული. ჩვენ ნაცნობ მოე
დანზე მოგვიწევს სტუმრობა და ვიცით, რასაც ნიშნავს ეს.
ყოველთვის უმჯობესია, რომ "რეალის" მსგავსი კლუბი შეჯიბრების რაც შეიძლება გვიანდელ სტადიაზე შეგხვდეს. შეხვედრას კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. საპასუხო მატჩის სახლში ჩატარება მცირე უპირატესობას გვაძლევს", - თქვა "მანჩესტერ სიტის" სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირსტაინმა.
"სიტისა" და "რეალს" შორის პირველი დაპირისპირება 26 თებერვალს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.