ჯეიმს მილნერი: იმედია, შევძლებთ "ატლეტიკო" მივაჭყლიტოთ

AutoSharing Option
"ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის წინ "ლივერპულის" ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ისაუბრა.

"ვფიქრობ, "ბორნმუთთან" 2:1  გამარჯვება ძალებს შეგვმატებს. გულშემატკივრებიც მხარს დაგვიჭერენ. კიდევ ერთი განსაკუთრებული საღამო გველის, როგორც ყოველთვის. ამიტომ მომავალი დაპირისპირების შედეგი ჩვენზეა დამოკიდებული.

ვიცით, რამდენად კარგად ორგანიზებული გუნდია "ატლეტიკო", მაგრამ იმედია, შევძლებთ მივაჭყლიტოთ, გადავაბრუნოთ ბრძოლის მიმდინარეობა და "ენფილდზე" კიდევ ერთი განსაკუთრებული საღამო ჩავატაროთ", - განუცხადა მილნერმა კლუბის საიტს.

პირველ შეხვედრა მადრიდელებმა 1:0 მოიგეს, საპასუხო კი 11 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Atletikos iolad veravin miachylitavs, xval milneric darcmundeba amashi
Milani
21:35 10-03-2020
1
ატლეტიკომ არ გაგიდოს მასეთი საუბრისთვის
irakli
11:01 10-03-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული