"ატალანტას" მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა "ვალენსიას" 4:3 სძლია, თავის ემოციებს არ მალავდა:
"ვალენსიის" წინააღმდეგ თამაში მარტივი არასდროს იქნება. დღეს ჩვენ მაღალი დონე ვაჩვენეთ. გვინდოდა, გამარჯვება ნებისმიერ ფასად მოგვეპოვებინა და დაგვემტკიცებინა, რომ პირველ მატჩში შემთხვევით არ მოგვიგია.
ზედიზედ 5 მატჩში მოვიპოვეთ გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გვეხმარება ტემპისა და პროგრესის ზრდაში. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ და ამ შედეგით ვამაყობთ," - ციტირებს გასპერინის უეფას ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "ატალანტამ"
"ვალენსიას" 4:3 სძლია, ხოლო განმეორებით შეხვედრაში, "მესტალიაზე" 4:1 იმარჯვა. პოკერით ილიჩი გამოირჩა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის კენჭისყრა 20 მარტს გაიმართება.
პირველ მატჩში "ატალანტამ" "ვალენსიას" 4:1 სძლია, ხოლო განმეორებით შეხვედრაში "მესტალიაზე" 4:3 იმარჯვა - სწორია.