ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ატლეტიკომ" "ლივერპული" დაამარცხა, რომლის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ არ ესმის, რატომ არ თამაშობს მეტოქე ნამდვილ ფეხბურთს. მას პასუხი მადრიდული გუნდის ფეხბურთელმა კირან ტრიპიერმა გასცა.
"ზოგიერთს ჰგონია, მხოლოდ დაცვიდან ვთამაშობთ. ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ. შემტევი ფეხბურთით "ენფილდზე" 0:6 დამარცხდებით.
ჩვენ კონკრეტული გეგმით გავემგზავრეთ და მიზანს მივაღწიეთ. ხალხს შეუძლია, რაც უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მეოთხედფინალში ჩვენ გავედით", - განუცხადა "მირორს" ტრიპიერმა.