ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "იუვენტუსი" და უმწეო "რეალი" გავარდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური 2 საპასუხო, მეტად საინტერესო და დაძაბული მატჩი ჩატარდა.

"რეალი" პირველ შეხვედრაში მადრიდში 1:2 დამარცხდა და ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა. ამიტომ საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა მისი მწვრთნელი ზიდანი და რეალურად რისი შემძლე იყო მისი კრებული.

"ქალაქელებმა" თამაში მშვიდად დაიწყეს და დებიუტში სტერლინგმა კურტუას კარი დალაშქრა. ეს "სიტიში" მისი მე-100, ამ ტურნირზე კი მე-20 გოლი იყო. ამის შემდეგ მადრიდელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა და თვალსასეირო პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. აღსანიშნვია, რომ ქარიმმა ჩემპიონთა ლიგაზე 65-ე
გოლი გაიტანა და რონალდოს (130), მესის (114) და რაულის (71) შემდეგ მეოთხე ბომბარდირი გახდა.

მეორე ტაიმში გვარდიოლას გუნდმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყო, ვარანის მორიგი შეცდომით ჟეზუსმა ისარგებლა და "სიტი" ისევ წინ გაიჭრა. მიუხედავად ურთულეს ვითარებაში ყოფნისა, "ბლანკოსი" უმწეოდ გამოიყურებოდა და სახეიროდ ვერ უტევდა. მოკლედ, რაც საკმარისი გახლდათ პრიმერას მოსაგებად, საკმარისი არ აღმოჩნდა მანკუნიანელთა დასამარცხებლად და ინგლისური კლუბი დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში.

"რეალმა" პლეი-ოფში ორივე შეხვედრა წააგო, რაც უკანასკნელად 11 წლის წინ მოხდა. ამას გარდა, ზედიზედ მეორედ გამოეთიშა ტურნირს მერვედფინალიდან.

მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - რეალი 2:1  (პირველი მატჩი 2:1)
გოლები: 1:0 სტერლინგი (9), 1:1 ბენზემა (28), 2:1 გაბრიელ ჟეზუსი (68)

"იუვენტუსს" საფრანგეთში 0:1 ჰქონდა წაგებული და ერთბურთიანი ფორის ამოქაჩვა მართებდა. თითქოს მისი სიტუაცია კატასტროფული არ იყო, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელი გახლდათ, რომ მიუხედავად სკუდეტოს მოგებისა, ჩემპიონატის ფინიში მთლად დამაჯერებლად ვერ ჩაატარა. დებიუტში სტუმრებმა პენალტით ანგარიში გახსნეს (დეპაიმ ტურნირზე ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი) და "ბებერი სინიორას" სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. თუმცა, შესვენების წინ თერთმეტმეტრიანი უკვე "ლიონის" კარში დაინიშნა, რომელიც რონალდომ გამოიყენა. კრიშტიანომ პლეი-ოფში ზედიზედ მე-14 სეზონში გაიტანა, რაც ფენომენალური შედეგია. მოკლედ, პირველ ტაიმში მოედანზე ყველაზე აქტიური პერსონაჟი მსაჯი ცვაიერი იყო, რომელმაც 2 პენალტი მოიგონა.

შესვენების შემდეგ რონალდომ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. დარჩენილ დროში ტურინელებმა ვერ შეძლეს გადამწყვეტი გოლის გატანა და ტურნირს გამოეთიშნენ. ალბათ, დაგვეთანხმებით, როდესაც ასეთი დიდი გუნდი მხოლოდ 35 წლის თავდამსხმელის იმედადაა, ძნელია ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე წარმატებას მიაღწიოს.

რონალდომ ამ სეზონში 37 გოლი გაიტანა და 1925/1926 წლების სეზონში ჰირცერის დამყარებული 35-გოლიანი საკლუბო რეკორდი დაამხო. ის 1/4 ფინალში 10 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს - 2010 წელს მისი "რეალიც" "ლიონმა" დაამარცხა (0:1, 1:1).

"ლიონი" პირველი ფრანგული გუნდია, რომელმაც "იუვეს" პლეი-ოფში სძლია.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - ლიონი  2:1 (პირველი მატჩი 0:1)
გოლები: დეპაი (12, პენ), 1:1 რონალდო (43, პენ), 2:1 რონალდო (60)

15 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ლიონი" შეხვდებიან - მატჩი ლისაბონის "ჟოზე ალვალადეს" სტადიონზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
მესი და რონალდო რომ წავლენ მერე რა ეშველება მსოფლიო ფეხბურთს არ ვიცი საერთოდ. იქნებიან დაბალი დონის ფეხბურთელები, საშუალო დონის და მაღალი დონის. მარტო ერთი კაცის გამო რომ ეღირება თამაშის ყურება ეგ მომენტი ვფიქრობ დიდი ხანია მოგვენატრება
Haaland
08 აგვისტო 2020 09:46
4
მართალია! იუვენტუსი მწვრთნელიანად დგას და ელოდება, როდის გაიბრწყინებს რონალდო და ჰეთ თრიკს შეასრულებს. უაღრესად დიდი ფეხბურთელი რომ არის, მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ ასეთი ვარსკვლავი დათვურ სამსახურს უწევს მთელ გუნდს აქაც დუბლი შეასრულა და მეტი რა ექნა? მესამე სხვას გაეტანა. ისე , სიმართლე ითქვას, კი გავიდოდა იუვე მსაჯს ორჯერ რაღაც ზმანება რომ არ დამართნოდა - პირველი შეცდომა მეორეთი გამოისყიდა. ჩემი აზრით, რომ არა პენალტი, ლიონი არ ჰგავდა გოლის გამტანს
: )))))))
08 აგვისტო 2020 02:16
4
გააფუჭა მსაჯმა თამაში. საიდან გამოიგონა 2 პენალტი, ან გამეორებაზე მაინც როგორ არ უთხრა სხვამ. ესეთი მსაჯობა როგორ უნდა შერჩეს ტიპს არ მესმის
nedved
08 აგვისტო 2020 04:31
5
ნედვედ, გააფუჭა რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო მსაჯს ნუ დააბრალებს იუვენტუსი. ეგ ვიგულისხმე ზუსტად. მაგათაც მისცა პენალტი და ვითომ მაგით გამოისყიდა. მსაჯების თემა ამოუწურავია, ამიტომ სარი რომ დგას მართლა სარივით, მწვრთნელობის არაფერი სცხია, რონალდოსგან პოკერს რომ ელოდება და მაგის ხარჯზე გამოდის, სწორედ ეგ არის მარცხის მთავარი მიზეზი.
: )))))))
08 აგვისტო 2020 09:09
0
ვარანი მატჩის მოთამაშედ დასახელდა?
:D
hmm
08 აგვისტო 2020 02:21
2
am tamashshi gamochnda zidanis supermwvrtneloba. reals ar yavs ronaldo ar havs ramosi gundi nolia. la ligac imitom moigo rom barsa saertod ras tamashobs tviton ar ician tore rogorc barsaa mesis gareshe chveulebrivi gundi isea reali ronaldos da ramosis gareshe.
lasha
08 აგვისტო 2020 13:16
2
ყველაფერი შედარებითია - აგერ რონალდოიანი იუვენტუსი წელს უსახური ლიონმა, შარშან კი - ყმაწვილმა ამსტერდამელებმა მოიქნიეს. მართალია ამ უკანასკნელებმა ზიდანის რეალიც იგივე გზას გაუყენეს, მაგრამ ზიდანმა რეალში იმდენი ტიტული მოიგო, ეს გამოვარდნა ყელზე ნამდვილად არ დაადგება.აი სარი კია სარი , რაღა დაგიმალო
: )))))))
08 აგვისტო 2020 21:33
0
მე რეალს ვგულშემატკივრობ ბავშობიდან, მაგრამ ზიდანი ყოვლისშემძლე არ არის, მაქსიმუმი გამოწურა ამ სეზონში ასეთი გუნდისგან. ვარანი არაფერ შუაშია ჩემი აზრით, უბრალოდ აშკარად ძლიერი არის სიტი ამ მომენტში რეალთან შედარებით. როცა გუნდი ასე გჯობს თავისთავად შეცდომას დაუშვებ სადღაც დაცვაში, სხვაგვარად გოლი არ გადის. დამსახურებულად გავიდა სიტი. რეალი ან იგებს ლიგას და ან აგებს მომავალ ჩემპიონთან:).
რეალობა
08 აგვისტო 2020 10:08
4
სარის ხელში იუვეს არც ერთი შთამბეჭდავი თამაში არ უთამაშია.მთლიანად რონალდუსა და დიბალას ინდივიდუალურ მოქმედებაზე იყო დამოკიდებული.ალეგრის მაგივრად ამ არარაობის მოყვანა ვინ მოიფიქრა.ალბათ კრ7 იფიქრებს სხვაგან წასვლაზე.
თემო
08 აგვისტო 2020 12:41
1
სარი, ვალვერდე და სეტიენი საერთოდ მწვრთნელობის გაგებაში არიან კი? ისე არაა ჩემი მტერი. რა გაუხდა ბარსას დონის გუნდს, ერთი უმაღლესი მწვრთნელი? პეპის, რომ ვუყურებ გული მწყდება, ბარსაში რომ არ არის. ალბათ მესი, რომ უყურებს სეტიენს გულში ფიქრობს, ამან რა უნდა მასწავლოსო. ასე იქნება როლანდოც სარის მიმართ.
barsa
08 აგვისტო 2020 14:59
1
მე როგორც ბარსას ერთგული გულშემატკივარი, ვთხოვ ჩვენს მომხრეებს არ გავაკეთოთ დამცინავი და ნიშნის მოგებით კომენტარები (სიმართლე გითხრათ მე თვითონაც არ მიყვარს ესეთი კომენტარები) რეალის და იუვეს მიმართ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ბარსას აქვს დღეს თამაში. ისე არ გამოგვივიდეს ანდაზა, რომ არის: ნუ დასცინი სხვასაო და ასე შემდეგ... და საეთოდ ვატივი ვცეთ ერთმანეთს. არ იფიქროთ, რომ რეალის ან იუვეს ფანი ვიყო და იმიტომ ვწერ.
barsa
08 აგვისტო 2020 11:44
1
რეალმა იმედები გამიცრუა, ძალიან დაჯაბნა სიტიმ
მალხაზი
08 აგვისტო 2020 02:22
2
დაჯამბნიდა შეკაცო,ზიდანი თვითონ ხოარ შევიდოდა ნახევარი გუნდა ან დისკვალიპცირებული იყო ან სასწრაფოტმოიყვანე სსაყურებლად.პლიუს როცა ფეხბურთლი სამჯერ იგებს ლიგას და მისი ასაკი საშვალოზემაღალია, ნუ რონალდოს არ ვგულისხმობ :)მოტივაცია 000.კროსი მოდრიჩი ვეგარ დარბიან.ლიდერი არ ყავდა რეალს მაგალთად რამოსი შეიძლებოდა კიდევ რაგაც.ნუ სიტი წელს მაგარ ფორმაშია 90 წუთი პრესინგი მაგარია.პსჟ.სიტი მაგარი ჯახი იქნება და ნუ პლი სიტი მესი:)აბ ბარს რეალის არიყოს თაობათ ცვლაშია ჯერ კიდევ.
mosexoneli
08 აგვისტო 2020 09:07
2
ვარანისთვის კალაძეს დაურეკავს და გაუმხნევებია :)
saba
08 აგვისტო 2020 10:15
17
მგონი წელს ბაიერნისაა ლიგა
შოლი
08 აგვისტო 2020 06:36
3

სიახლეები პოპულარული