"ბაიერნის" მწვრთნელი: მესიზე ფოკუსირებას არ მოვახდენთ

AutoSharing Option
"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში 7:1 გაანადგურა "ჩელსი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ბარსელონას" შეხვდება. სწორედ მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი "რეკორდმაისტერის" მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა.

"ბარსელონასთან" შეხვედრისთვის ისევე მოვემზადებით, როგორც ნებისმიერ სხვა მეტოქესთან თამაშისთვის.

გვინდა კვლავ წარმოვაჩინოთ ჩვენი ძლიერი მხარეები, 100%-ით კონცენტრირებულები ვიყოთ და საკუთარი უნარები გამოვავლინოთ.

ჩვენ მესიზე ფოკუსირებას არ მოვახდენთ, საჭიროა მოწინააღმდეგის ყველა ფეხბურთელზე გავამახვილოთ ყურადღება", - ციტირებს ფლიკს უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოღონდ თქვენ ბარსას მოუგეთ და ლიგა მკიდია დდდ ბარსასთან როწავაგოთ ბარსას ფანები ტვინს წაიღებენ
KA
09 აგვისტო 2020 02:34
34
ცოტა ტექსტი და შინაარსი რომ შეცვალო, არა? უკვე გადაღეჭილი გვაქვს ერთი და იგივე შინაარსის შენი კომენტარები. უბრალოდ აზრს კარგავს წასაკითხავადაც კი, თორე წერე და იკითხე.
არ ინევიულოს
09 აგვისტო 2020 12:06
2
ბარსას ფანების უმრავლესობა იმ რეალის ფანებს გავს, რონალდუს მოსვლის მერე, ჩერდაკში გადანახული მაისურები რომ გაანიავეს. დღევანდელი ბარსა 100% მესიზეა დამოკიდებული. ამ გენიოსის გარეშე, ფილიპ კრისტანვალის ფორმაციის ბარსელონას დონის გუნდია.
ოლა
09 აგვისტო 2020 17:34
2
ყველა გამოხმაურება
არ გააკეთო არადა კაი ჩიტს დაიჭერ.ისე ამ ბაიერნს თუ გაცდა ბარსა მემგონი მერე მოიგებს კიდეც ლიგას
თემური
09 აგვისტო 2020 22:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული