ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დრამა - პსჟ-მა 149 წამში "ატალანტას" თითქმის წაგებული მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ-მა "ატალანტა" 2:1 დაამარცხა.

ბერგამოელები ნახევარმცველმა პაშალიჩმა 26-ე წუთზე დააწინაურა, რომელმაც ამ სეზონში ყველა ტურნირზე მე-12 გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი დაამყარა. პარიზელები ინდივიდუალური შეტევებით, მეტადრე ნეიმარის მეცადინეობით ამაოდ ცდილობდნენ საპასუხო გოლის გატანას. მე-60 წუთზე "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა ტუხელმა შეცვლაზე ტრავმამორჩენილი მბაპე შეუშვა და თამაშის შემოტრიალება სცადა.

შემოატრიალა კიდეც - როდესაც ყველას ეგონა, "ატალანტა" მოიგებდა, ჯერ მარკინიოსმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ჩუპო-მოტინგმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე ბოლო 6 წელიწადში მისი პირველი გოლია. გოლები
პარიზელებმა 149 წამის ინტერვალში გაიტანეს.

პსჟ უკანასკნელ 25 წელიწადში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც "ატლეტიკოსა" და "ლაიპციგის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ვერც ერთი იტალიური გუნდი ზედიზედ 10 წელიწადში ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, რაც ანტირეკორდია.

ლისაბონი. "და ლუში"
ატალანტა - პსჟ 1:2
გოლები: 1:0 პაშალიჩი (26), 1:1 მარკინიოსი (90), ჩუპო-მოტინგი (90+3)

პორტუგალიაში ტურნირის კიდევ 3 მეოთხედფინალი ჩატარდება:

13 აგვისტო
ლაიპციგი - ატლეტიკო

14 აგვისტო
ბარსელონა - ბაიერნი

15 აგვისტო

მანჩესტერ სიტი - ლიონი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
ნუთუ ამ სპექტაკლების გჯერათ. ორ წუთში ორი გოლით შემოტრიალებული თამაშები, ისიც დამატებულ წუთებზე - გასაგებია რა ოპერიდანაც არის...
No God Slave
13 აგვისტო 2020 16:58
4
ნეიმარს დღეს მსოფლიოში საუკეთესო დრიბლინგი აქვს მაგრამ რაც ხელს უშლის ბუნებით დაუდევარი ტიპია.
ჩემი აზრით
13 აგვისტო 2020 13:10
0
მაინ მოხნა ძალამ აღმართი რაც შეეხება ატაანტას მაგარი გუნდია მწვრთნელიანად ოღონდ ეგაა ურთულესია 90 წუთი პრესინგის თამაში და დაეტყო კიდეც ბოლო წუთზე კონცენტრაციის გაფანტვა და ეგრევე ორი გოლი რთულია პსჟ სთან შეტევაზე გადასვლა მარა მეორე ტაიმში რო შეეტია უფრო მეტად ატალანტას აჯობებდა მარა სათქმელად ადვილია და საქმეში როგორია ? პ.ს ფეხბურთისთვის მაინც ჯობდა პსჟ რომ გავიდა ამდენი ვარსკვლავის გავარდნა მაინც არ იყო კარგი ატალანტას კი წარმატებები ეს უფრო ქართული კლუბებისთვის სამაგალითოა იქეთ ერთი ტრაილერი ფული და აქეთ ზაპოროჯეცი.
dato
13 აგვისტო 2020 13:07
2
ტეტე! შე მართლა ტეტე და ტეტია! ნეიმარი რო მოიცილეს მერე არ ყავს ბარსას დედა.რა მოიგო ბოლო 5 წელი? ესპანეთის ჩემპიონატი? ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეიბარი,ლევანტე და ოსასუნა.მე კი მახსოვს რომამ და ლევერპულმა რო დაახია ბურთი თავზე და ხვალ უარესს უზამს ბაიერნი და იძახეთ მერე მესის სექტანტებო ნეიმარი არ გვინდა,რაკიტიჩი და გრიზმანიო.ამოხვედით უკვე ყელში
ზაზა
13 აგვისტო 2020 12:19
7
ზუსტად *ნაცივით* მსჯელობ )))
კახა
13 აგვისტო 2020 15:37
1
რა იყო სიზმარში რამეს ხომ არ მიარტყი თავი?
viTom zazas.
13 აგვისტო 2020 13:36
2
ყველა გამოხმაურება
ქართული რომ ისწავლოთ და მერე დაიწყოთ წერა არ გინდათ? პსჟ-მა რა ქართულია ან სად და ვინ გასწავლათ?! სირცხვილია ჟურნალისტი ხართ და ქართული წერა-კითხვა არ იცით!
თეონა
13 აგვისტო 2020 10:21
11
სწორად წერია . პარი სენტ ჟერმენ-მა ,ანუ პსჟ-მა.
recondite
13 აგვისტო 2020 11:48
5
პსჟ-მა ოფიციალურად იკითხება პარისენჟერმენ-მა
პსჟ-მ იქნებოდა პარისენჟერმენ-მ, რომელი ჯობია? )))
რა მაფიაა?
13 აგვისტო 2020 11:35
5
Ra barselona da neimari. Dzlivs moiciles
Tete
13 აგვისტო 2020 10:03
3
გასპერინის ტაქტიკაში ეგაა ძალიან უარყოფითი მხარე, რომ ძალიან დიდი ამტანიანობას საჭიროებს და ფეხბურთელები ვერ ქაჩავენ 90 წუთს. ძალიან მაგარი გუნდია და იმედია, პროგრესს განაგრძობს. გაცილებით მეტ სიმპატიას იმსახურებს, ვიდრე შეიხების ფულით გაკეთებული კლუბები.
Lasha
13 აგვისტო 2020 09:10
0
ძალამ მოხნა აღმართი.
100%
13 აგვისტო 2020 07:48
1
ატალანტას ვბალეშიკობდი და რა მაგრად შემეცოდნენ, ეს რა ქნეს ტოო.......
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
13 აგვისტო 2020 02:36
2
ნეიმარი 3 ჯერ თუ 4 ჯერ იყო ერთი-ერთზე და კარებში ვერ დაარტყა. ბარსელონაში რათ უნდათ საერთოდ?
ika
13 აგვისტო 2020 01:34
15
ვერ დაარტყა თუ არ დაარტყა?
და პირველ ტაიმში რომ გაეტანა, მერე ტაიმბოლს როგორღა დასვამდნენ?
ქომაგი
13 აგვისტო 2020 09:55
6
თამაშს უყურე? კარში თუ ვერ დაარტყა დღეს, ე.ი ცუდად ითამაშა?
Ika- ს
13 აგვისტო 2020 02:34
7

სიახლეები პოპულარული