წლის საუკეთესო მატჩის მოლოდინში - დღეს გაირკვევა, მესი ჯობს თუ ლევანდოვსკი

AutoSharing Option
დღეს, 14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შეჯიბრების ორი ფავორიტი დაუპირისპირდება ერთმანეთს - "ბაიერნი" და "ბარსელონა" გამარჯვებისთვის გამართავენ ბრძოლას. შეიძლება ითქვას, რომ წელს ფეხბურთში ამ შეხვედრაზე უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი მატჩი არ გამართულა. სასწორზე არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი დევს, არამედ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსიც, მიუხედავად იმისა, გადასცემს თუ არა ფიფა ამ ჯილდოს რომელიმე ფეხბურთელს.

რობერტ ლევანდოვსკი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და სამართლიანად ითვლება საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტად. რაც შეეხება "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესის, ლეომ მისთვის "ცუდ სეზონში" ლა ლიგაში 25 გოლი
გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 3 გოლით გამოიჩინა თავი. ალბათ, სანამ მესი ფეხბურთს ითამაშებს (რონალდოს მსგავსად), მუდმივად ჩაითვლება "ოქროს ბურთის" მოგების უმთავრეს კანდიდატად. ეს მატჩი კი დაგვანახებს, ამ ეტაპზე რომელი ფეხბურთელია უკეთეს ფორმაში.

პლუს, მატჩს წმინდა გერმანული ინტრიგაც ახლავს: ბოლო თვეების განმავლობაში მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ტერ შტეგენი ახლა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და გერმანიის ნაკრების პირველი ნომერი ის უნდა იყოს. "ბაიერნის" ხელმძღვანელობას კი სხვა აზრი გააჩნდა და ნოიერის სკამზე დასმის შემთხვევაში, ნაკრებში ფეხბურთელების არგაშვებით იმუქრებოდა. შეხვედრას ერთ-ერთ ფონად ნოიერი-ტერ შტეგენის დუელიც გასდევს.

1/8-ფინალურ ეტაპზე "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში (1:1, 3:1) "ნაპოლის" სძლია, "ბაიერნმა" კი იმავე ეტაპზე ლონდონის "ჩელსი" გაასწორა მიწასთან (3:0, 4:1).

სავარაუდო შემადგენლობები


"ბარსელონა": ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა, დე იონგი, ბუსკეტსი, ვიდალი, მესი, სუარესი, რობერტო

გუნდს ვერ დაეხმარება: უმტიტი (მუხლის ტრავმა)

"ბაიერნი": ნოიერი, კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი, ტიაგო, გორეცკა, კომანი, მიულერი, გნაბრი, ლევანდოვსკი

გუნდს ვერ დაეხმარება: პავარი (კოჭის ტრავმა)

Reporters' views

ექსპერტების მოსაზრება


გრემ ჰანთერი, "ბარსელონას" რეპორტიორი: "ნაპოლისთან" მოგებული შეხვედრა "ბლაუგრანასთვის" ამ ტურნირზე ზედიზედ 35-ე საშინაო მატჩი გამოდგა, რომელშიც არ დამარცხებულა. და ვისთან წააგო "ბარსამ" ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე, შინ? აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, "ბაიერნთან" 1/4-ფინალური დაპირისპირების განმეორებით თამაშში.

"ბარსელონა" ეთამაშება გუნდს, რომელიც იმავე სტილში თამაშობს, როგორც "იუვე", "პარიზი", "რომა" და "ლივერპული", გუნდები, რომლებთანაც კატალონიელებმა მტკივნეული მარცხი იწვნიეს გასვლით შეხვედრებში. ეს გუნდები არ გამოიჩევიან განსაკუთრებული ტექნიკით, თუმცა ძალიან მტკიცე ხასიათი აქვთ, დინამიკურები და ათლეტურები არიან.

ესპანელებს დიდი გამოცდა ელით: ლიონელ მესის ბრწყინვალე შეტევას მხარი საიმედო დაცვამ უნდა აუბას".


ჯორდან მეისელი, "ბაიერნის" რეპორტიორი: "ბაიერნმა" წინა კვირაში "ჩელსის" განადგურებით აჩვენა, რატომ ითვლება ტურნირის ფავორიტად, თუმცა თასის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ არის.

ფორმის მხრივ, გერმანელებს უპირატესობა აქვთ და თან, მათ ჰყავთ რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად თვლიან, თუმცა მათი მოწინააღმდგე საშინაო არენაზე ხელცარიელად დარჩენის გამო ზედმეტად შემართულია. და ჰო, მათ მესი ჰყავთ.

კიდევ ერთი მცირე დეტალი: ჩემპიონთა ლიგაზე ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებული ყოველთვის იგებდა ტურნირს"...

რას ამბობენ მწვრთნელები


კიკე სეტიენი, "ბარსელონას" მთ. მწვრთნელი: "ბაიერნს" ძალიან ბევრი მხარე აქვს, რომელიც უამრავ თავსატეხს გვიქმნის: ჩვენი მეტოქე სრულყოფილი გუნდია - მათ შეუძლიათ ზეწოლა, შეტევაში უამრავი არჩევანი აქვთ, თავსაც კარგად იცავენ.

თუმცა ჩვენ გვაქვს უნარი, გავუმკლავდეთ მათ პრესინგს, დავიჭიროთ ბურთი და კარგად იციან, თუ პრესინგს გავუმკლავდებით, დიდი დარტყმის მიყენება შეგვიძლია.

არ მიმაჩნია, რომ ამ წყვილში რომელიმე გუნდი ფავორიტია. საქმე ძალიან მარტივადაა, ვინც საკუთარ შანსებს გამოიყენებს, შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავა".

ჰანს დიტერ ფლიკი, "ბაიერნის" მთ. მწვრთნელი: "მესისა და ლევანდოვსკის შედარება შეუძლებელია. რობერტი მსოფლიო დონის ცენტრფორვარდია. ის გოლების გარანტირებული სიმბოლოა.

ლიონელ მესი კი ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა. არ ვიცი, იქნება კი მისი მსგავსი ფეხბურთელი მომავალში?!

დიახ, ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, თუ როგორ გავაჩეროთ მესი, თუმცა ამის გაჟღერებას არ ვაპირებ. მთავარი ის გახლავთ, რომ მის წინააღმდეგ მთელმა გუნდმა უნდა ითამაშოს. ჩვენ ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ და მასზე ზეწოლის მოხდენას შევეცადოთ".


მკითხველის კომენტარები / 23 /
როგორ ადარებთ ერთმანეთს მესის და ლევანდოვსკის კი კარგია ლევანდოვსკი მაგრამ მესის შეადარეთ მაშინ როცა 6 ბურთი და კიდე ბევრი რამ ექნება.ვერცერთი ლევანდოვსკი ვერ მოაგროვებს ამდენ აღიარებას
noირაკლი
14 აგვისტო 2020 17:21
1
მაგარი სათაურია. თურმე დღეს გამოჩნდება მესი უფრო მაგარია თუ ლევანდოვსკი. ბატონო ავტორო თუ არ იცი შემიძლია მესის და ლევანდოვსკის კარიერის სტატისტიკა და ვიდეოები მოგაწოდო.დ.დ.
baba
14 აგვისტო 2020 15:37
2
ოხოხო! "ამაშიები" როგორ ელოდებიან მესის ფეხის "დაცურებას"? ალბათ შამანებთან ერთად ლოცულობენ და წრეებს უვლიან დიდი დასარტყმელი, ჩვენებური დაირა, რომ არის ეგეთი ინსტრუმენტით. მომკალით და შამანების არ მჯერა!
????
14 აგვისტო 2020 13:29
7
რაღა დალოდება სჭირდება მესიკუნას ფეხის დაცურებას? კაი ხანია მაგრად სრიალებს. ბრმა უნდა იყოს კაცი რომ ამდენი წელია ვერ დაინახოს, რომ თუ გუნდმა რომელშიც მესიკუნა თამაშობს გუნდური თამაშით ვერ მოიპოვა უპირატესობა, მესიკუნა ვერაფერს აკეთებს, საერთოდ ვერაფერს. თუ გუნდური თამაშით არ მოხერხდა ზონების გახსნა, მესიკუნა დამოუკიდებლად ვერ ხსნის. ასე იყო რომასთან, ასე იყო ლივერპულთან, ასე არის არგენტინის ნაკრებში (უფრო სწორედ ნაკრებებში) უკვე 16 წელია. ეს ძალიან დიდი გამოსაცდელი პერიოდია. ასე იქნება ბაიერნთანაც. აგერ ნახავთ
ნიკა
15 აგვისტო 2020 01:22
1
გაირკვა რომ ბავარია ერთი თავით მაღლა დგას ბარსაზე, ეხლა იძახეთ მესი ჯობიაო. ეს ბარსა რას ტამასობს საერთოდ ვეღარ გავარკვიე, ბავარიის ვარჯიშს გავს
Megreli
14 აგვისტო 2020 23:47
0
მე როგორც ბარსას და მესის ფანი, ყოველთვის ვერიდები საპასუხისმგებლო თამაშის წინ საერთოდ არაფერი ვთქვა, მოწინააღმდეგე გუნდის და მის ლიდერზე, რაიმე ისეთი გადაკრულიც კი. ეხლაც არ მსიამოვნებს ეს შეჯიბრი მესიზე და ლევანდოვსკიზე. ჩემთვის ნომერი პირველი ფეხბურთელი ყოველთვის იქნება ლეო მესი! მაგრამ ეხლა რაიმეზე პროგნოზი და უკეთესობაზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს და ძალიან სახიფათო რამ არის. საერთოდ ვინც ყოველთვის "ტრაბახობს" ასე ვიზამთ და ისე ვიზამთ ყოველთვის ისჯებიან. სჯობს დაველოდოთ თამაშსს. ჩემს საყვარელ ბარსას და მის ლიდერს წარმატებას ვუსურვებ.
basa mesi
14 აგვისტო 2020 18:20
1
მესი რატო არ იყო თუ იცი, ტრავმა ქონდა?

2:8
15 აგვისტო 2020 00:58
1
მესის გაჩერება არ ჭირდება ისედაც ჩაისვრის როგორც ყველა მნიშვნელოვან თამაშში.ეს ეიბარებთან და ესპანიოლებთან არის "უცხოპლანეტელი".
ასეა ეს
14 აგვისტო 2020 17:11
11
ამ ორი ფეხბურთელის შედარებაზე ასეთი გამოთქმა გამახსენდა "სად ერეკლე და სად ჩემი **ეო,,,, ამ თამაშში ლევანდოვსკი კი არ აჯობებს მესის არამედ ბავარია გაიფენს ბარსელონას,ჯერ ერთი იმიტომ რომ ბავარია უკეთეს ფეხბურთს თამაშობს და უფრო მობილიზებული გუნდია და მეორეც ეხლა ბავარიის ჯერია...და ბოლოს ბარსელონას გულშემათკივრებმაც კარგად იციან რა საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს მათი გუნდი და რომ არ იმსახურებს მათი გუნდი შემდგომ ეტაპზე გასვლას.
gogia
14 აგვისტო 2020 20:14
5
ხო აი ზუსტად დღევანდელ თამაშს ველოდებით ეგ რო გავარკვიოთ :D :D :D
looooool
14 აგვისტო 2020 14:27
1
რა სისულელეა,ერთმა მატჩმა უნდა გაარკვიოს ვინ უკეთესია?ჯერ მესი და შემდეგ რონალდო ბოლო 13 თუ 14 წლის შეუდარებელი ფეხბურთელები არიან,ლევანდოვსკი?და დე ბრუინი,მანე,იმობილე?თუ რუმენიგემ უნდა გადაწყვიტოს ვინ უკეთესია?
ლუკა
14 აგვისტო 2020 18:56
0
ყველასლზე უაზრი შედარება სად მესი სად ლწვანდივაკი
ბარონი
14 აგვისტო 2020 16:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული