მისტიკური ვერსია ჯერ კიდევ 2018 წელს იაია ტურეს რუსმა აგენტმა დმიტრი სელიუკმა გაახმოვანა, რომლის თქმითაც, აფრიკელი შამანები გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის მოგების უფლებას არ მისცემდნენ.
"ღმერთი ყველაფერს ხედავს. როგორ მოექცა ადამიანი იაიას, კლუბის ლეგენდას, რომელსაც სხვადასხვა ყალბი მიზეზით მოედანზე გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა.
გვარდიოლამ მის წინააღმდეგ მთელი აფრიკა განაწყო, ამ კონტიტენტის ბევრი წარმომადგენელი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგი გახდა.
დღეს, 16 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩში "სიტის" მარცხის შემდეგ სელიუკმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.
"იცით, არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ერთადერთი რამ, რასაც ვიტყვი ის არის, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჩემს ფეხბურთელებს უსამართლოდ ექცევა, სამაგიეროს აუცილებლად იღებს.
ასე რომ, როგორც კატა ლეოპოლდი ამბობდა, "მოდით, მეგობრულად ვიცხოვროთ." რასაკვირველია, თუ პრობლემები არ გსურთ."
რთული სათქმელია, ურევია თუ არა შამანებს ხელი "სიტის" წარუმატებლობაში, თუმცა ის კი ნათელია, რომ გვარდიოლას მანჩესტერულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება კი არა, ნახევარფინალიც კი სანატრელი გაუხდა.