2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგამ შესაძლოა სეზონის ყველაზე სანახაობრივი ჩემპიონატის სტატუსი მიიღოს, რადგან ამის ყველა წინაპირობა არსებობს.
შეჯიბრებაში ევროპის საუკეთესო გუნდები მიიღებენ მონაწილეობას და შესაძლოა, ჯგუფური ეტაპიდანვე დაიწყოს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.
საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ერთ ჯგუფში "ივენტუსი" და "ბარსელონა" აღმოჩნდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ელ კლასიკოს" მთავარი ვირტუოზების დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ვიხილავთ. თუ ეს გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდებიან, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მესი და რონალდო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
შესაძლოა, 2 სიკვდილის ჯგუფი მივიღოთ. ესენია: " ბაიერნი",
"მანჩესტერ სიტი", "ინტერი" და "მარსელი"; ასევე - "რეალი", მანჩესტერ "იუნაიტედი", "ლაციო" და "მიუნხენგლადბახი".
თუ კატალონიელები ტურინელების მაგივრად პსჟ-სთან მოხვდებიან ჯგუფში, საინტერესო იქნება, თუ როგორ დაბრუნდება ნეიმარი "კამპ ნოუზე".