14 თებერვალს, "პარკ დე ფრანსის" მოედანზე პარიზელებმა 4:0 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგეს.
აღნიშნულ შეხვედრაში გოლები ანხელ დი მარიამ (2), დრაქსლერმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს და კატალონიელები, ფაქტობრივად, გამოუვალ სიტუაციაში ჩააგდეს.
!["ბარსელონა" და პსჟ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/537834e31622ca1b0eaae8c9e81a3a7b.jpg)
თუმცა დადგა განმეორებითი შეხვედრის დღე. "ბარსელონას" გულშემატკივარს გულის სიღრმეში ჰქონდა იმის იმედი, რომ მისი გუნდი სასწაულს ჩაიდენდა და ისტორიას შეცვლიდა. აქამდე პლეი-ოფის შეხვედრაში 4-ბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერცერთ გუნდს ვერ მოეხერხებინა.
2017 წლის 8 მარტს განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. მატჩის მე-3 წუთზე "ბლაუგრანას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ანგარიში გახსნა და პირველი მისია - "სწრაფი გოლის გატანა" შეასრულა. მეორე ბურთი ტაიმის ბოლოს, მე-40 წუთზე გავიდა, როდესაც პარიზელთა მცველმა კურშავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
დაიწყო მეორე ტაიმი და მატჩის 50-ე წუთზე პსჟ-ის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. ბურთთან არგენტინელი სუპერვასკვლავი ლიონელ მესი მივიდა და ორი მატჩის ჯამში სხვაობა 4:3-მდე შემცირდა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია. "ნოუ კამპზე" სრული საგიჟეთი ხდებოდა, გულშემატკივარი ემოციას ვეღარ იკავებდა და მოულოდნელად "ბარსას" დაცვა ჩავარდა და შეხვედრის 62-ე წუთზე ფრანგთა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ ზედიზედ მეორე შეხვედრაში ყუმბარისებური გასროლით მეტოქის კარი აიღო.
!["ბარსელონა" და პსჟ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/b003bfce2f81a6fc65f60a0188010169.jpg)
მოულოდნელად მთელი მოედანი გაჩუმდა. ერთადერთი, პსჟ-ის გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების ბედნიერი ყვირილი ისმოდა. რამდენიმე წუთში ყველაფრის დასრულება ისევ კავანის შეეძლო, თუმცა ლამის 1-1-ზე გასულმა ვალდესს ვერ აჯობა.
88-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ნეიმარმა კი ის ფანტასტიკურად შეასრულა და გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გამოაცოცხლა.
მატჩის 90+1 წუთზე, გრძელი გადაცემის შემდეგ, ლუის სუარესი მეტოქის საჯარიმოში დაეცა და კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. ამჯერად ბურთთან ნეიმარი მივიდა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
ანგარიში 5:1 გახლდათ და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად "ბლაუგრანას" 1 ბურთი სჭირდებოდა.
შეხვედრის 90+5 წუთზე ნეიმარმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და მცველებმა გამოიტანეს, თუმცა ბურთი კვლავ ბრაზილიელს მიუვიდა და უკან ჩააბრუნა. პარიზელთა დაცვა ჩავარდა და ამ დროს სერხი რობერტომ ისტორიული, მე-6 ბურთი გაიტანა. მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში გახლდათ. გულშემატკივრები ტრიბუნაზე ყვიროდნენ, ტიროდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
!["ბარსელონა" და პსჟ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/13ec92a88d836bf00e9c17b05f9d2c32.jpg)
პსჟ-ის თავკაცი უნაი ემერი მოედანს უყურებდა და ცრემლს ვერ იკავებდა. მისი გუნდი უბრალოდ ზღაპარში დამარცხდა, ხოლო ლუის ენრიკეს "ბარსელონამ" 1/4-ფინალში გააღწია, სადაც ესპანური კლუბი ტურინის "იუვენტუსთან" ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა და 2016/17 წლების ლიგის სეზონს გამოეთიშა.
ხორდი ალბამ მესის მომავალსა და პსჟ-ის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ისაუბრა