ხორდი ალბამ მესის მომავალსა და პსჟ-ის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ხორდი ალბამ ლიონელ მესიზე ისაუბრა. ესპანელი მცველის აზრით, მესი "ბლაუგრანაში" დარჩება, თანაც დიდი ხნით. 

"ამჟამად, ლეო 100%-ით "ბარსელონაზე" ფიქრობს და იხარჯება კიდეც. მასთან ერთად ჩვენი გუნდი ბევრად ძლიერი და საშიშია. ჩემი აზრით, ის ჩვენთან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

ხალხი სხვადასხვა რაღაცას იძახის, მაგრამ საბოლოო სიტყვას ლეო იტყვის და ვიცი, სირთულის მიუხედავად, ის ჩვენთან დარჩება. მესიმ ყველაზე კარგად იცის, რა არის მისთვის საუკეთესო", - განაცხადა ალბამ. 

ასევე, ფეხბურთელმა პსჟ-ის წინააღმდეგ 17 თებერვალს გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. 

"ეს თანაბარი შეხვედრა
იქნება, ჩვენ ორივე მხარეს კარგად უნდა ვითამაშოთ. ნეიმარის დანაკლისი დიდია და ეს ჩვენთვის კარგია, რადგან მისი კალიბრის მოთამაშის არყოლა მოწინააღმდეგე ბანაკს ძალიან ასუსტებს. ასევე დიდი დანაკლისია ანხელ დი მარიაც, თუმცა ჩვენც საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი არ გვეყოლება. ერთ-ერთი ხერარდ პიკე გახლავთ. 

სამწუხაროა, რომ ის გამოგვაკლდება, რადგან ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია", - განაცხადა ესპანელმა მცველმა. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"რონალ კუმანის მოსვლის შემდეგ სახეს იცვლის..." - მაურისიო პოჩეტინო


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემს საყვარელ ბარსას, წარმატების გარდა რა უნდა ვუსურვო? იმედია გაგვახარებენ. მესის კარგ თამაშსს ველოდებით.
ნონა
16:57 15-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული