ფლიკი: რადგან დავმარცხდით, მოდით, ასეთი ფეხბურთის თამაშით დავმარცხდეთ

AutoSharing Option
პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში 2:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბაიერნის" მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა გააკეთა:

"მეტოქეს მომენტები თითქმის არ ჰქონია და სამი გოლი გაიტანა, ჩვენ კი ბევრი შანსი გვქონდა. დღეს კარგი შედეგის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ გოლის გატანის შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. მიუხედავად ამისა, ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ.

ჩვენი გუნდი 90 წუთის მანძილზე იბრძვის და სხვებისგან ამით განსხვავდება. ფეხბურთელები, რომელთაც მოედანზე გასვლა შეუძლიათ, სულ უფრო და უფრო ცოტა გვყავს, თუმცა ჩვენ შექმნილ სიტუაციაში მაქსიმუმს ვაღწევთ. რა თქმა უნდა, ვიღაც იმედგაცრუებულია და
ჩვენ ამ ენერგიას საპასუხო შეხვედრაში გამოვიყენებთ.

შთამბეჭდავად ვითამაშეთ. წაგება არ მიყვარს, მაგრამ რადგან დავმარცხდით, მოდით, ასეთი ფეხბურთის თამაშით დავმარცხდეთ. თუ ჩვენს თამაშს შევაფასებთ, განმეორებით მატჩს შეგვიძლია პოზიტიურად შევხვდეთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბაიერნი იგებს. ლევა მიაშამათებს პარიზში, შეურჭობს ორ ბურთს ი ვსიო
სულხანი
08 აპრილი 2021 23:31
4
პარიზში არ იქნება. 1 თვე სჭირდება დასაბრუნებლად. გნაბრიც დააკლდებათ, თორემ მიუნხენში ნაღდად არ წააგებდნენ.ჩემი აზრით, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, შანსები 80/20-ზეა პსჟს სასარგებლოდ
: )))))))
09 აპრილი 2021 12:21
0
ისეთი თამაში იყო,ყველანაირი შედეგით შეიძლებოდა დამთავრებულიყო.ფრანგებმა ძალიან კარგად გამოიყენეს,მიღებული მომენტები.გერმანელებმა კი,უამრავი მომენტი შექმნეს და მაინც წააგეს.მეორე თამაში,კიდევ უფრო მაგარი იქნება.
სოსო
08 აპრილი 2021 13:51
2
იცი რა მგონია? 0:2-დან 2-2-ს რომ გახდი და მერე მარტივი კონტრშეტევა გაგექცევა, უკვე ძნელია ისევ თამაშში დაბრუნება, პრაქტიკულად წყალში გადაყარეს გამოსწორებული შეცდომები. მერე ნახევარდაცვამ უმტყუნა ბაიერნს - გორეცკა და კიმიხი ვერ თამაშობდნენ და მთელი დატვირთვა ფლანგებზე გადაიტანეს. დაცვაშიც ზულე გამოცვალა და მის მაგივრად შემოსულმა ბოატენგმაც მესამე გოლზე შეცდომა დაუშვა. ძალიან მინდა ვნახო დიდი ქამბექი, მაგრამ ამ შეცდომებს გამოსწორება უნდა, თორემ მბაპეს რაც შეუძლია, ვნახეთ კარგად
: )))))))
09 აპრილი 2021 12:29
1
8-2 ის რიმეიქი გვაჩვენე
08 აპრილი 2021 12:52
2
არა მგონია თვითონ ფლიკი არ იყოს იმედგაცრუებული. განმეორებით შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვება ბევრად რთული იქნება, თუ წარმოუდგენელი არა
: )))))))
08 აპრილი 2021 09:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული