E ჯგუფში "ბაიერნმა" გასვლაზე უპრობლემოდ სძლია "ბარსელონას" - 3:0.
ამ შეხვედრის წინ „ბაიერნის“ თავდამსხმელმა მიულერმა 2020 წელს 1/4 ფინალში „ბარსას“ დამარცხება გაიხსენა, თქვა, რომ უბრალოდ გაანადგურეს და მეტოქე მიხვდა, რომ არაფერი არ შეუძლია. მიუნხენური კლუბის საპატიო პრეზიდენტმა ჰიონესმა კი განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი გაკოტრებულია, გერმანიაში ასეთ შემთხვევაში სასამართლო დაიწყებოდა გაბანკროტების შესახებ და ეს გუნდი უკვე მისაბაძი არ არის.
უნიათო „ბარსელონა“ „რეკორდმაისტერმა“ აშკარად დაჯაბნა, ანგარიში მიულერმა
„ბარსელონა“ ისე დამარცხდა, რომ კარში ბურთი არ დაურტყამს - „ბაიერნმა“ „კამპ ნოუზე“ ჩატარებულ 6 შეხვედრაში მე-4 გამარჯვება მოიპოვა.
F ჯგუფში „ვილიარეალმა" და "ატალანტამ" ქულები გაიყვეს.
G ჯგუფში უგოლოდ დასრულდა "ლილისა" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირება.
H ჯგუფში „ჩელსიმ“ სახლში „ზენიტი“ 1:0 დაამარცხა.
სერია A-ში უხეიროდ სტარტაღებულმა „იუვენტუსმა“ "მალმიოს" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე, მეორე ტაიმში თამაში არ გაამწვავა და მშვიდად მოიგო.
E ჯგუფი
ბარსელონა. „ნოუ კამპი“
ბარსელონა - ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 მიულერი (34), 0:2 ლევანდოვსკი (56), 0:3 ლევანდოვსკი (85)
კიევი. „ოლიმპიისკი“
დინამო (კ) - ბენფიკა 0:0
F ჯგუფი
ვილიარეალი. „სერამიკა“
ვილიარეალი - ატალანტა 2:2
გოლები: 0:1 ფროილერი (6), 1:1 ტრიგეროსი (39), 2:1 გრუნეველდი (73), 2:2 გოსენსი (83)
გაძევება: კოკლენი (84, ვილიარეალი)
ლილი. „პიერ მაროუ“
ლილი - ვოლფსბურგი 0:0
გაძევება: ბრუკსი (63, ვოლფსბურგი)
H ჯგუფი
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“
ჩელსი - ზენიტი 1:0
გოლი: 1:0 ლუკაკუ (69)
მალმიო.“ელედა“
მალმიო - იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 ალექს სანდრო (23), 0:2 დიბალა (45, პენ), 0:3 მორატა (45+1)