![](https://sportall.ge/pictures/image5/9384a1fcfe17898f20ef0929b4b94f4e.jpg)
პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შესახებ მოკლე კომენტარი "მარკასთან" გააკეთა:
"ჩვენ ისტორიის დაწერის იმედი გვაქვს. ვნახავთ, რა გველის მომავალში. ძალიან კარგად ვემზადებით.
რა თქმა უნდა, გუნდს ცოტა კიდევ სჭირდება მომზადება, მაგრამ "რეალის" დამარცხებით ისტორიაში შესვლას ვიმედოვნებთ".
პირველი მატჩი პარიზში პსჟ-მა 1:0 მოიგო, საპასუხო კი მადრიდში 10 მარტს გაიმართება.