უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ნეიმარი: "რეალის" დამარცხებით ისტორიაში შესვლას ვიმედოვნებთ

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შესახებ მოკლე კომენტარი "მარკასთან" გააკეთა:

"ჩვენ ისტორიის დაწერის იმედი გვაქვს. ვნახავთ, რა გველის მომავალში. ძალიან კარგად ვემზადებით.

რა თქმა უნდა, გუნდს ცოტა კიდევ სჭირდება მომზადება, მაგრამ "რეალის" დამარცხებით ისტორიაში შესვლას ვიმედოვნებთ".

პირველი მატჩი პარიზში პსჟ-მა 1:0 მოიგო, საპასუხო კი მადრიდში 10 მარტს გაიმართება.