ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: საოცრება "ბერნაბეუზე" - ფანტასტიკურმა ბენზემამ პსჟ გამოაგდო VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 მარტს, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

პარიზში 0:1 დამარცხების შემდეგ „რეალმა“ თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია, პსჟ კი სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა და მე-16 წუთზე მბაპეს გოლის გატანა კურტუამ არ დაანება. 25-ე წუთზე ბენზემას დარტყმული ბურთი უკვე დონარუმამ მოიგერია. 33-ე წუთზე მბაპეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. თუმცა, 39-ე წუთზე კილიანმა მაინც დალაშქრა მადრიდელთა კარი.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა, 53-ე წუთზე მბაპემ ისევ გაიტანა და მსაჯმა ისევ თამაშგარე დააფიქსირა. 61-ე წუთზე დონარუმას შეცდომის შემდეგ ბენზემამ
ანგარიში გაათანაბრა, „ბლანკოსი“ უპირატესობას დაეუფლა, ვინისიუსმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, მერე ბენზემამ კიდევ ორი გაიტანა და თავის გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა.

„სიტის“ გასვლაზე „სპორტინგი“ 5:0 ჰყავდა განადგურებული, დღევანდელ შეხვედრას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, 0:0 დასრულდა და გვარდიოლას გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 59 895 მაყურებელი
რეალი - პსჟ 3:1
გოლები: 0:1 მბაპე (39), 1:1 ბენზემა (61), 2:1 ბენზემა (76), 3:1 ბენზემა (78)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 51 213 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - სპორტინგი 0:0

- ბენზემამ „რეალში“ მე-500 მატჩი დაიწყო სასტარტოში და 18 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს 2015 წლის შემდეგ ამ ტურნირზე მისი პირველი ჰეთ-თრიკია. ქარიმი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 18 წელიწადში გაიტანა გოლი.
- მესის „რეალის“ კარი 2018 წლის შემდეგ, 9 შეხვედრაში არ დაულაშქრავს და 7 წელია არ გასულა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
- მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 33 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- „სიტის“ ნახევარმცველმა ფერნანდინიომ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
პოჩეტინო როგორც მენეჯერი ძალიან სუსტია, ნავასმა სამჯერ ლიგა მოიგო რეალთან და დონარუმას ათამაშებს მადრიდში ეს ვინაა ეს ვითომ მწვრთნელი…მერე რა რომ ევროპა მოიგო მერე რააა,გამოუცდელია ნავასთან შედარებით ბევრად ლიგაზე თან მადრიდში…მბაპეს 100% რეალშია ზაფხულში…პოჩეტინო საშუალო კლასის მწვრთნელიც არააა… ლივერპულთან წაგებული ფინალის არ იყოს ლუკას მაურამ პირადად მოაგებინა ნახევარ ფინალში აიაქსთან ტოტენჰემს და ამ ვითომ მწვრთნელმა ფინალში ძირითადში არ დააყენა. ასე ხო გუნდი უმწვრთნელოთაც ითამაშებს რამოსი მაინც ყოფილიყო ასე არ აიბნეოდნენ…მბაპეს გარეშე არფერი გუნდი არაა პსჟ მარტო სახელები…მბაპე ჰაკიმი ვერატი -ამათ გარდა დანარჩენი მარტო სახელებია რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ფაქტია…
აკაკი
10 მარტი 2022 03:14
2
კაი ვახტანგ დაწყნარდი რა ნუ იფუჭებ ნერვებს დოლარუმას გამო. იცი რისი ბრალია გუშინ რაც დაემართა? მართლა ვირთხასავით, რომ გამოიპარა ჩუმად მილანიდან და თავის მშობლიურ გუნდს ვინც ვარსვლავად აქცია ამხელა ფინანსური ზარალი, რომ მიაყენა ალბათ ცოდვებმა უწია :)) ისე რეალის ფანები კი არ აღიარებთ, მაგრამ პირველი გოლის დროს დონარუმაზე 100% ჯარიმა იყო და საერთოდაც მაგრად გაუმართლა რეალს თორე ორი მატჩის ჯამში გადაუარა პსჟ-მ. რასაც ქვია გუშინ გაუვარდა ბენზემას.
vaxtangi-ს
10 მარტი 2022 11:38
19
შენ დონარუმა ვინმეში ხომ არ გეშლება? მსოფლიოს უძლიერესი მომავალი N1 მეკარე რომელზეც მაგხელა აჟიოტაჟი იყო და ძლივს გამოგლიჯეს იტალიელებს. დიახ ევროპაც მოიგო 19 წლის ასაკში იმიტომ რომ მხეცია და დაამტკიცა. მაგი რომ არ ყოფილიყო ინგლისელების ბლატავი უნდა გვესმინა კიდე 50 წელი. ასეთი კაცი რომ ჩამოგყავს და არ ათამაშებ რისთვის ჩამოათრიე მაშინ?! თან ამდენი ბრძოლით, კეილორ ნავასი თუ უნდოდათ რისთვის ჩამოყავდათ მაშინ და ეს თუ ჩამოიყვანეს ათამაშონ. მაგ ნავასს თუ 3 ჯერ აქ ლიგა მოგებული მეტი რაღა უნდა გავიდეს პენსიაზე, მაგის გულზე დონარუმას ვარსკვლავი უნდა მოსპონ? შენ 3 ლიგა ტ - ქვეშ რომ გაქვს დაგდებული მაგის გულზე ახალგაზრდას მომავალი უნდა მოუსპო ბიჭო? ვინ აკეთებს მაგრე?? პსჟ ში ესპანურ ენოვანი საძმაკაცო რომ ლობირებდა ნავასს და არ ათამაშებინებდნენ ბიჭს აი მაშინ იყო სუსტი, ეხლა თუ გადალახა ეგ კაი ბიჭური წინააღმდეგობა პოჩეტინიომ ეხლა აღარ არის სუსტი, მაგრამ ცოტა ადრე უნდა ექნა. და ეგეც იმიტომ რომ თვითონაც არგენტინელია ესპანურენოვანი და რა ექნა გაუწია ანგარიში. ასე რომ საძმაკაცომ დაღუპა პოჩი და გამოცდილება დააკლდა ჯიჯის. სულ გამოცდილი ვირთხა ათამაშო და ახალგაზრდას გამოცდილება არ მიაღებინო ეგრე სად არი
Vaxtangi
10 მარტი 2022 09:25
15
ყველა გამოხმაურება
მბაპე ვაფშე აღარ გაფრინდება პარიზში :დდდ
მიშკა
10 მარტი 2022 02:12
3
თამაშის წინ,ნეიმარმა განაცხდა,სისულელეა რეალთან დაცვიდან თამაში,რადგან აუცილებლად გაიტანენო.არ ვიცი რა მოხდა,რეალმა აიძულა თუ მწვრთნელმა,მაგრამ მეორე ტაიმში,ბურთის უკან დაჭერა დაიწყეს და დაისაჯნენ კიდეც.ვფიქრობდი რომ პირველი გოლის დროს,დონა რუმაზე ჯარიმა იყო,მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა,რომ დონარუმა მეკარის მოედნის გარეთ იმყოფებოდა და მართალია ბურთის მოშორების მცდელობის დროს,თავდამსხმელმა ხელის კვრაც სცადა,მაგრამ მას უკვე მანამდე ჰქონდა კონტაქტი ბურთთან.უბრალოდ შეშინდა და კარგად ვერ მოიგერია.მერე დაცვაც და გუნდიც სერიოზულად აირია და რეალსაც მეტი რა უნდოდა.ორი ნაჩუქარი გოლი შეირგეს და მესამე თავად დაამატეს.რეალის მწვრთნელმა შეცვლებით თამაში შეცვალა,პსჟ-მ კი,პირიქით უფრო არია,ისედაც დაბნეული დაცვა.ფრანგებს თითქოს ზეძლიერი თავდასხმის ტრიო ჰყავთ,მაგრამ აღმაფრენით მხოლოდ მბაპე თამაშობს.მესი და ნეიმარი უფრო პროფესიონალებს ჰგვანან,რომლებიც სამუშაოს კეთილსიდნისიერად ასრულებენ,მაგრამ არა სიხარულით.სიხარულით მესი-სუარესი -ნეიმარის ტრიო თამაშობდა და მართლაც ზღაპრულ სანახაობას გვჩუქნიდნენ.დიდი კლუბი ალბათ შიდა ატმოსფეროთიც დიდი უნდა იყოს.ეს არა აქვთ პარიზელებს,მადრიდელებისაგან განსხვავებით.ბარსელონაშიც დაანგრიეს ეს ატმოსფერო და რა დღეშიც ჩავარდნენ,ჩვენი თვალით ვხედავთ.საბედნიეროდ, ხავიმ ვეტერანებთან ერთად შესძლო და ახალგაზრდობას ეს ატმოსფერო აგრძნობინა.დღეს ბარსელონა მენტალურად უკვე სულ სხვა გუნდია,შემოდგომასთან შედარებით და ჩანს რომ მალე ისევ ძველი სიმაღლეების ახლომახლო დონეზე გავა.
სოსო
10 მარტი 2022 12:19
1
ეს იყო განსხვავება გრანდსა და ბიზნესს შორის:) დიდებული თამაში გამოვიდა
ნერაძური
10 მარტი 2022 11:05
4
პსჟ-ეს თამაშის მაგალითი გვაჩვენებს იმ ჭეშმარიტებას, რომ რაც მეტი მეგავარსკვლავია გუნდში მით ნაკლებია გუნდური თამაში. არადა ფეხბურთი გუნდური თამაშია
ჟორა გაბრიჭიძე
10 მარტი 2022 12:01
0
დაცვა ყავთ უფარჩაკესი
ლადო
10 მარტი 2022 13:02
0
მთავარი ის კი არ არის როგორ თამაშობ მთავარია დიდი ფული გადაუხადო ფრანს ფუტბოლს და ჟურნალისტებს ოქროს ბურთების საყიდლად.ასეთი აშკარა უსინდისობა ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს.
mani,mani
10 მარტი 2022 12:33
7
ლაო მანი, მანი შენ იყავი იმ დროს ოქროს ბურთი, რომ "იყიდეს"? ვაიმე როგორ მეცოდებიან სხვა უღარიბესი ფეხბურთელები, რომლებსაც ფულები არა აქვთ და ვერ ყიდულობენ ოქროს ბურთებს. მანი, მანი მორჩი რა რაღაც სისულეელების ბოდვას. პარიზში რომ ჩაჯ...ლები დადიოდა რეალი, ამ საიტზე, არცერთი არ ჩანდით, ეხლა დიდ გულზე ხართ არა? ბურთი მრგვალია და დარწმუნებული ვარ რეალს მოეხაზება მაგრად.
mani mani-s
10 მარტი 2022 22:39
6
ისევ მსაჯი თუ გაათრევდა
912
10 მარტი 2022 05:12
49
რას ეძახი ძმა გათრევას რამეში დაეხმარა? იმ 2 თამაშგარიდან რომელიმე არ იყო თუ რა? სხვა მიზეზიც კი არ გაქვთ რო რამე თქვათ მსაჯზე იმიტო რო თანაბარი თამაში ყვითელი იქეთაც იყო და აქეთაც, და თამაში რეალმა დამსახურებულად მოიგო ახლა მოინდომეს მსაჯზე დაბრალება
დათო
10 მარტი 2022 10:27
6
დაიმშვიდე თავი და დღეს ევროპა ლიგაზე უგულშემატკივრე შენს ფავორიტს :):):):)
sormona
10 მარტი 2022 10:05
1
ყველა გამოხმაურება
პსჟ-თი ფრთხილი ფეხბურთი რატო უნდა ითამაშო როცა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდასხმა გაქვს.
123
10 მარტი 2022 08:23
0
პსჟ ყველა გუნდთან 3 გოლზე უნდა თამაშობდეს როგორც ტუხელის დროს იყო. საშუალოდ 4-5 გოლი გაქონდა ყველა თამაშში. პოჩეტინო არ შეესაბამება დონეს. ზიდანი გამიჩნდება. პოჩეტინოა მიზეზი.
ika
10 მარტი 2022 08:32
1
პსჟ-ს ორი მოსეირნე ფეხბურთელი ყავდა ახლა მესი დაემატა.პოჩეტინომ რომელიმე სკამზე რომ დასვას ვინ აპატიებს.ამიტომ დაცვა ვეღარ უძლებს.
jiji alfaize
10 მარტი 2022 17:06
1
სამაგიეროდ შენ ბრდღვნი იუმორშიც და უზრდელობაშიც
სიმართლე
11 მარტი 2022 02:38
2
ვაიმე სად გავიცინოთ ჯიჯულია? იუმორში მაგარი ფარჩაკი ხარ.
ჯიჯი ალფაიძეს
10 მარტი 2022 22:29
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული