უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კლოპი: ეს ფინალი უკრაინელი ხალხისთვისაა - გზავნილი რუსეთს

AutoSharing Option
ხვალ, 28 მაისს, პარიზის "სტად დე ფრანსზე" "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალს" დაუპირისპირდება. "წითლების" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მატჩის სანქტ-პეტერბურგიდან საფრანგეთის დედაქალაქში გადატანაზე გააკეთა კომენტარი.

"მე მოხარული ვარ, რომ შეხვედრა ჩატარდება და ამისათვის ათასი მიზეზია. თამაში გაიმართება, მაგრამ არა სანქტ-პეტერბურგში - სწორედ ასეთი გზავნილი უნდა მიეღო რუსეთს.

ცხოვრება გრძელდება, თუმცა მის დანგრევას ცდილობენ. ეს ფინალი უკრაინელი ხალხისთვისაა", - განუცხადა კლოპმა This is Anfield-ს.

ასევე დაგაინტერესებთ