"ჩემი შვილების რეაქციამ გამანადგურა" - "სანტიაგო ბერნაბეუ" ლეგენდარულ ტონი კროოსს დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში "რეალმა" "ბეტისს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" უკანასკნელი მატჩი ჩაატარა ლეგენდარულმა ტონი კროოსმა. მოგეხსენებათ, გასულ კვირას გერმანელმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებდა.

დამშვიდობება ემოციური გამოდგა, "ბერნაბეუზე" მყოფი გულშემატკივრები კროოსის სახელს სკანდირებდნენ. ცრემლები ვერც თავად გერმანელის შვილებმა შეიკავეს.

"მადრიდისტებო, ერთადერთი რამ, რაც მინდა გავაკეთო, არის ის, რომ მადლობა გადაგიხადოთ. 10 წლის განმავლობაში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ეს 10 წელი მართლაც დაუვიწყარი იყო.

თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, სანამ ჩემი შვილები დავინახე,
მათმა რეაქციამ გამანადგურა", - განაცხადა კროოსმა.

ტონი მადრიდის "რეალს" 2014 წელს, მიუნხენის "ბაიერნიდან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, გერმანელმა "თეთრების" მაისურით 464 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 98 საგოლე პასი მიითვალა. კროოსსმა "რეალთან" ერთად 22 ტიტულის მოგება მოახერხა, სულ მალე კი ამ რიცხვის გაზრდას ჩემპიონთა ლიგის ფინალში "დორტმუნდთან" მოგებით შეეცდება.

შეგახსენებთ, "რეალისა" და "დორტმუნდის" დაპირისპირება 1-ელ ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სერხიო რამოსზე დიდი ლეგენდა არ ყოფილა არავინ რეალში ბოლო 10 წელიწადში და ის იმსახურებდა ამაზე ბევრად გრანდიოზულ და ლეგენდარულ გაცილებას. ტონი კროოსზე ცრემლების ღვარ-ღვარი არის დეგენერატიზმი! იქ სადაც იყო სერხიო რამოსი
REAL MADRID!
18:47 26-05-2024
16
ტონი კროოსი,მთლიანად ფეხბურთს მოაკლდება!
სოსო
11:53 26-05-2024
3

სიახლეები პოპულარული