ბერძენთა რიგებში კოსტას სლუკასმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა. გამოცდილმა კალათბურთელმა 24 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
კენდრიკ ნანმა კი 21 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.
"რეალიდან" საუკეთესო ძანან მუსა გახდა, ბოსნიელმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.
"პანათინაიკოსმა" ევროლიგის ტიტული ისტორიაში მეექვსედ მოიგო.
დღეს, ამ მატჩამდე, ტურნირის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში "ოლიმპიაკოსმა" "ფენერბაჰჩე" 87:84 დაამარცხა.
მაგრამ 95-80 რო მთავრდება მატჩი და 24 ქულას თავისი სამიოდე მოხსნა-პასით 'ფენომენალურად' აფასებთ, რა პონტია ))