Daily Mail: ნეაპოლში ქართველ ვუნდერკინდს ახალ მარადონად მოიხსენიებენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავ თამაშს ბრიტანული "დეილი მეილი" გამოეხმაურა:

"ვან დეიკმა კარის ხაზიდან გამოიტანა 21 წლის ქართველი ვუნდერკინდის, ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმული ბურთი, რომელმაც მეორე მომენტის შექმნამდე უკვე აღაფრთოვანა პუბლიკა.

კვარაცხელიას "კვარადონა" შეარქვეს, რაც ნეაპოლში უდიდესი კომპლიმენტია. 31-ე წუთზე მისმა ძალისხმევამ ანგისას გოლი გატანის საშუალება მისცა. მალე მეორე მესამედ გარდაისახა - დაცვის ბარიერები გადალახა და ჯოვანი სიმეონეს "ნაპოლიში" პირველი გოლი გაატანინა".

გამოცემა აღნიშნავს, რომ "გაძეტა დელო სპორტის" შეფასებით, "ლივერპულს" გაკვეთილი ჩაუტარეს და განსაკუთრებით ხვიჩა შეაქეს, რომელსაც ქალაქში,
სადაც დიეგო მარადონას აღმერთებენ, ახალ მარადონად მოიხსენიებენ - სტატიას მოკლე და მრავლისმთქმელი სათაური აქვს წამძღვარებული - "ფენომენაპოლი".

მკითხველის კომენტარები / 4 /
საპენალტე გადაცემა , რომ გაუკეთა ოსიმენს, ეგ საგოლე გადაცემაზე ნაკლები იყო თუუუ )))
ბესო
22:34 08-09-2022
2
მთელი ერი გაერთიანდა ამ ბიჭის გარშემო. ჩემი აზრით ის ცუდიც უნდა დაივიწყოს ხალხმა და ერთმანეთი უფრო მეტად შეგვიყვარდეს, თუ არ შეგვიყვარდება, არ შეგვძულდეს მაინც და პატივი ვცეთ ერთმანეთს.
ფეხბურთს მოაქვს ეს ემოციები, უცნობი, სხვადასხვანაირი ადამიანები ერთმანეთს რომ ეხუტებიან ემოციისგან, სხვაგან მგონი არსად მინახავს, მხოლოდ ფეხბურთში.
ამიტომ იმდენად მიხარია ამ ბიჭის ასეთი სასწაული წარმატება, საერთოდ აღარ მახსოვს ადრე ვინ რა თქვა მასზე. ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია და პირველზე დგას ხვიჩა, მთელი თავისი დიდებული ნიჭით. მისი კრიტიკოსებისთვის თავად არასოდეს უპასუხია და ვიღაცეები რატომ იგინებიან მისი კრიტკოსების მისამართით არ მესმის, შეირგე რა ის სიხარული რასაც ეგ ბიჭი გვანიჭებს.
კრიტიკოსებისთვის პასუხის გაცემა რომ უნდოდეს, დაიწყებდა ზოგიერთებივით პოსტების და კომენტარების წერას, ონლაინშიკობას. სად აქვს მაგის დრო ან სურვილი ხვიჩას, რომ თუ ვინმე დაიყეფებს ყველას გამოეპასუხოს, მაგას რომ არასდროს გააკეთებს, იმიტომაც მიყვარს ასე ძალიან. მე ჯერ საქართველოში მსგავსი რამ არ მინახავს, ვინმეს არ ეპასუხოს კრიტიკა-ლანძღვაზე. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ამ ბიჭზე წარმოდგენას უფრო მიმაღლებს.
მინდა, რომ ერთმანეთს ყველამ პატივი ვცეთ, არავინ ვართ უნაკლო.
ფეხბურთი უნდა გვაერთიანებდეს და ასეთი საყოველთაო წარმატებები ერთმანეთს უფრო უნდა გვაყვარებდეს.
უკვე ვხედავ რომ ასეც ხდება...
Skeleton
21:32 08-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული