ბოლო 58 წელში პირველად - კვარაცხელიას "ნაპოლიმ" აიაქსს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი აგემა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში გასვლაზე "აიაქსი" 6:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამსტერდამელებმა საშინაო ასპარეზზე 6 გოლი ისტორიაში მეორედ გაუშვეს. პირველ ეს ასევე ნიდერლანდურმა "მაასტრიხტმა" 1980 წელს მოახერხა, როდესაც "აიაქსს" გასვლაზე 6:3 მოუგო. 

ბოლო 58 წელიწადში კი ამსტერდამელებისთვის ეს ყველაზე დიდი სხვაობით წაგებაა. 1964 წელს "აიაქსი" "ფეიენოორდთან" 4:9 დამარცხდა.

alt"კვარაცხელიას ფენომენმა იოლად შეგვახსენა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ" - გიორგი კეკელიძე

alt"ძალიან ბედნიერი ვარ, ოცნება ამიხდა!" - "კვარას" კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის შემდგომ

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს აიაქსი თავის თავს არ გავს.სულ სხვა სტილია,ძალისმიერი თამაში,უხეშობა,უკომბინაციობა.ტალანტების ნაკლებობა.ყველაზე კარგი ფეხბურთელი ბერგვაინია,ისიც ძალისმიერი ტიპაჟი.ხვიჩას დონესთან ოდნავ მიახლოებულიც კი არავინ ყავს ამ ლეგენდა კლუბს.
Master
05 ოქტომბერი 2022 16:21
0
ერთი ანგისა და ლობოტკა გვინდა ჩვენც ნაკრებში, რომ ისტორია დავწეროთ ნაპოლივით! მარა სად არის ასეთი მოთამაშეები ჩვენთან!? რატომ ვერ ვზრდით, რა გვჭირს ასეთი!?
მწვრთვნელი
05 ოქტომბერი 2022 14:13
1
ანგისა ჯერჯერობით ვერა, მაგრამ ზელენსკი-ლობოტკაზე რომ მივსინჯოთ ჩაკვეტაძე-კიტეიშვილი ვერა?
ამატაკი
28 ოქტომბერი 2022 13:43
0
რაც შეიძლება ბევრი საფეხბურთო აკადემიები და სკოლები რეგიონებში კვალიფიციური მწვრთნელებით და შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურით და რაც მთავარია ხელმისაწვდომი !!!!
ხვიჩა რომ წალეჯიხაში ყოფილიყო და თბილისში არ ევარჯიშა რას იზამდა? ვერაფერს. მობეზრდებოდა და ეგ იქნებოდა. დამერწმუნეთ ბევრი ხვიჩსნაირი ბიჭი დასდევს რეგიონებში ბურთს და მერე გული უცრუვდებათ პირობების არ არსებობის გამო. წარმატება ხვიჩას და ჩვენს ქვეყანას.
ქომაგი
05 ოქტომბერი 2022 16:45
0
კვარაცხელიას წარმატება და კარგი თამაში თავისთავად, მაგრამ აქ გამოჩნდა, რომ ეს აიაქსი აშკარად შარშანდელის აჩრდილია. მითუმეტეს ღია თამაშით არის ცნობილი და სიმპატიასაც ამიტომ იწვევს. ტადიჩი, რომელიც გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, აშკარად ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ბოლოს სულაც 2 ყვითელი ბარათის გამო გააძევეს კიდეც. დიდი ალბათობით ევროპა ლიგაზე გადაერთვება
:)))))))))))
05 ოქტომბერი 2022 13:04
2
წლიდან წლამდე ეცემა აიაქსი,ტოტენჰემთან წაგებული ნახევარფინალის შემდეგ.ისე შევიდნენ ფეხბურთელენის გაყიდვის ეშხში რომ მგონი შედეგი უკვე მეორეხარისხოვანია ამ კლუბისთვის.მარტო წელს 214 მილიონი გამოიმუშავეს ტრანსფერებით.
Master
05 ოქტომბერი 2022 16:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული