რონალდოსთან უკვე ძალიან ახლოს - მესი კრიშტიანოს შედეგს გააუმჯობესებს?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში პსჟ-მა "მაკაბის" უმასპინძლა და 7:2 გაანადგურა.

ფრანგული გუნდის მხრიდან დუბლი ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე არგენტინელს 129 გოლი მოუგროვდა, რითაც ძალიან მიუახლოვდა კრიშტიანო რონალდოს.

კრიშტიანოს ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეთა ბადე 140-ჯერ აქვს შერხეული და ის ამ სეზონში რანგით პირველ დიდ ევროპულ ტურნირზე არ ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მიდი ლეო მიაწექი! ისეთი ტემპი გაქვს აღებული, რომ არა მგონია გაგიჭირდეს!
გია
26 ოქტომბერი 2022 11:33
1
მესის ყოველი გოლის შემდეგ რონალდოს პულსი უხშირდება.
26 ოქტომბერი 2022 12:17
2
ჩაგეთვალა!
დ-ს
26 ოქტომბერი 2022 12:48
1
რონალდო 11 გოლით უსწრებს და ძალიან მიუახლოვდაო!უამრავი თავდამსხმელი,ქვეყნის ჩემპიონატებში,მთელი სეზონის განმავლობაში ინატრებდა,11 გოლის გატანას.მაინც მგონია,უმაღლესი მიზნებისათვის მებრძოლ კლუბში,რონალდოს გაცილებით დიდი მოტივაცია ექნებოდა და ბევრ გოლსაც გაიტანდა.მას ფული ,უკვე ძალიან ნაკლებად აინტერესებს.მისთვის მთავარი,პირველობაა.მესისტი ვარ,მაგრამ მისითაც აღფრთოვანებული ვარ.მათი მეტოქეობა,კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება.ამისი დიდი იმედი მაქვს.მესიც ხომ სრულყოფისა და პირველობისაკენ მიილტვის.
სოსო
26 ოქტომბერი 2022 18:36
2
თქვენი, ორივეს კომენტარი ძალიამ მომეწონა. მაგრები ხართ! გოჩა.
სოსოს და დავითს.
26 ოქტომბერი 2022 19:32
0
ორი წლით პატარაა ლეო, ორ სეზონ ნახევარში, ნუთუ ვერ გაიტანს 11 გოლს და მეტს? რონალდუს, რომ ფული არ აინტერესებდეს, 37 მილიონს კი არ მოითხოვდა ხელფასს, არამედ, 5-6 მილიონს (ან ნაკლებს) და დაუბრუნდებოდა , მშობლიურ პორტუს, ან გადავიდოდა, რომელიმე ძლიერ კლუბში.
როლანდი
27 ოქტომბერი 2022 02:45
0
მესი, მესი!!!
მერაბი
26 ოქტომბერი 2022 14:43
1
მესი და მარადონა ჩემთვის ყველაზე მაგარი და საყვარელი ფეხბურთელებია, ძალიან სასიამოვნოა, რომ კვარა ნაპოლიში დიდი დიეგო მარადონას ქალაქსა და კლუბში მოხვდა, ხოლო იქ ყველა მას ფაქტიურად - ფეხბურთის ღმერთის უშუალო და პირდაპირ მემკვიდრედ მიიჩნევენ, რაც კვარადონამ აუცილებლად უნდა დააფასოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ ფეხბურთზე გადარეულ არაჩვეულებრივ ქალაქს სკუდეტო მაინც მოაგებინოს! მაგრამ ყველაზე მაგრად იმას ვისურვებდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესი და ახლად ინკარნილებული - ქართველი კვარადონა შეხვდნენ. უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ თავიანთი არაჩვეულბრივი თამაშით და შედეგებით, მესი-კვარადონა და მათი გუნდები - ნაპოლიც და პსჟც ამას ნამდვილად იმსახურებენ, შემთხვევითი ხომ არ არის, რომ ტოპ 5 წამყვანი საფეხბურთო ლიგიდან, მხოლოდ ორადორი წაუგებელი გუნდიღა დარჩა! არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ დიდი ფეხბურთი კი ნამდვილად გაიმარჯვებდა და მისი ყველა გულშემატკივარიც ძალიან გაიხარებდა!
დავითი
26 ოქტომბერი 2022 18:34
0
იყო მესისტი და ამავე დროს რონალდოს აყენებდე უფრო წინ უკაცრავად, მაგრამ ან სიმართლეს არ ამბობ ან ფეხბურთი არ გესმის. ეს თამაში მათემატიკა არ არის ფორმულები გამოიყვანო, მაგრამ მესი რონალდოზე მაღლა იმიტომ კი არ დგას რომ მისგან განსხვავებით ნახევარი გუნდის მოტყუების შემდეგ ბევრჯერ აქვს გატანილი გოლი, არამედ იმიტომ,რომ უამრავ გატანილ გოლთან ერთად, უამრავი საგოლე გენიალური (უბრალო ჩაწოდებებს არ ვგულისხმობ) გადაცემის, პირველი პასის, შეტევის წამოწყების ავტორია. რონალდოს არ ვაკნინებ, ნამდვილად დიდი ფეხბურთელია და შეტევის გენიალური დამაგვირგვინებელია, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით მესის მასშტაბი სხვაა.
ვახო
28 ოქტომბერი 2022 17:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული