მატჩის დღე - "ლივერპულის" მცველებს კვარაცხელია მწარედ ახსოვთ, ხვიჩას ლიგაზე კიდევ ერთი გოლი სურს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ასე სწრაფად ჩატარდა და ნაადრევად სრულდება, რისი მიზეზიც მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატია. ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაფერი ეს მშვენიერი გამოდგა, "ნაპოლის" ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშები ინტენსიურად ვნახეთ. თანაც, შეხვედრებსაც ხომ გააჩნია - ნეაპოლური კლუბი უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე, იტალიის ჩემპიონატის მსგავსად, შეუჩერებელია. მეექვსე ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდი "ლივერპულს" ესტუმრება და თუკი 4-ბურთიანი სხვაობით არ დამარცხდება, ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს, რაც მერვედფინალში უკეთეს მეტოქეს უნდა ნიშნავდეს. შეხვედრა დღეს, 1-ელ ნოემბერს, "ენფილდზე", თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

თვალი გადავავლოთ "კვარას" გასულ
მატჩებს. ლივერპულელებთან საშინაო დაპირისპირებაში ქართველმა გარემარბმა ვერ გაიტანა, თუმცა მოწინააღმდეგის სახელოვან მცველებს თავგზა აურია, ბევრჯერ დაჯაბნა და ჯოვანი სიმეონეს ლიგაზე სადებიუტო გოლი გაატანინა. "რეინჯერსთან" ხვიჩას მიერ მოპოვებული პენალტი ვნახეთ, "აიაქსთან" კი ჯერ კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის ავტორი გახდა - ქართველმა ფეხბურთელმა ეს 17-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო. ისევ ამსტერდამელები, საგოლე პასი ჯაკომო რასპადორის და კიდევ ერთი გოლი (თერთმეტმეტრიანი დარტყმით). მე-5 ტურში კვარაცხელიამ დაისვენა.

"ნაპოლიმ" ამ ტურნირზე 20 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 4 მიიღო. ისინი ფრანგულ პსჟ-სთან ერთად ევროპის ტოპლიგებში წაუგებელნი არიან და დიდებული სვლის გაგრძელებას აპირებენ.

Sportall.Ge

დღევანდელ შეხვედრაში ექსპერიმენტები არ იქნება. სერია "ა"-ს ბოლო ტურისგან განსხვავებით, ერთ ცვლილებას ნამდვილად ელიან და სასტარტო შემადგებლობას ირვინგ ლოსანოს ნაცვლად მატეო პოლიტანო უნდა დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფორმაშია და მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც იმყოფებოდა, შესაძლოა მარცხენა მცველის პოზიციაზე როტაცია ვიხილოთ და მარიო რუი მატიას ოლივერამ ჩაანაცვლოს. მაინც გასაკვირი იქნება, თუკი ლეო ოსტიგორი სასტარტოში არ იქნება და აქ ისევ ჟუან ჟესუსს ვნახავთ.

Sportall.Ge

თუკი საწყის ტურში ქართველი ფეხბურთელი ევროპის მასშტაბით მაინც სიახლეს წარმოადგენდა, ახლა იურგენ კლოპი მის გასანეიტრალებლად უფრო მეტს იმუშავებს. თუმცა, რთული სათქმელია, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდზე უკეთესი ვარიანტი რა უნდა გააჩნდეს, ის (ისევე, როგორც ჯო გომესი) კი ხვიჩასთან საკმაოდ დაიჩაგრა. კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გოლების რაოდენობისა და სტატისტიკის გაზრდა სურს. ეს ამ ლეგენდარულ არენაზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება!

"ლივერპულს" ბოლო დროს საკადრო პრობლემები აქვს და პრემიერლიგაში ზედიზედ ორჯერ დამარცხდა. დღეს გუნდს ჟოელ მატიპი, არტური, ნაბი კეიტა, ლუის დიასი და დიეგო ჟოტა დააკლდებიან. რაც შეეხებათ ნეაპოლელებს, მათ ისევ მხოლოდ ცენტრალური მცველი ამირ რაჰმანი აკლიათ და სათადარიგო მეკარე სალვატორე სირიგუც ტრავმირებულია.

შეხვედრას 41 წლის გერმანელი ტობიას სტიელერი განსჯის, რომელიც ისეთი სტილით გამოირჩევა, ბარათებს ნაკლებად იყენებს. ის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 2 მატჩის მთავარი მსაჯი იყო.

ასე რომ, დღეს მთელი ჩვენი ყურადღება ლივერპულისკენაა მიმართული.

alt"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...

altსპალეტი: კვარაცხელიას და სალაჰს ამ მატჩში გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლიათ

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლივერპულს დიდი ანგარიშით მოგება ჭირდება ამიტომ გახსნილი თამაში იქნება. შანსია ხვიჩას გოლს კიდევ ვიხილავთ.
იმერელი
01 ნოემბერი 2022 20:47
0
Ჟორაჯან ძაან გეტკინა?მე ხო გეუბნებოდი გეტკინებამეთქი და არაო მინდაო.გინდა და ეხლა მოითმინე ცავატანემ.ხვედელიძე ჯან
G.LA
01 ნოემბერი 2022 16:58
10
Dghes napolis 3burtiani wagebac awyobs, magram mgonia 2burtis sxvaobit mainc moigebs napoli, radgan wagebam sheidzleba tavdajerebuloba daakarginos gunds, spaleti sul imas ambobs gamarjvebulis mentaliteti unda gvqondeso amitom dghes liverpuli tamashs gaxsnis da erti 3 burts gaushvebs... xvicha gaitans.
Ggg
01 ნოემბერი 2022 16:15
2
რა ბარსაგიანი, ვის ადარებთ ხვიჩას, თქვენ რა, სომხები ხართ? ან ესეთ თამაშებში თუ არ ათამაშებენ, ევროპაში სახელი ხომ სჭირდება ბიჭს.
Status quo
01 ნოემბერი 2022 16:01
0
მოხარული ვიქნები, თუ ხვიჩას დღეს დაასვენებენ... იმედია, ნაპოლი 4 ბურთის სხვაობით მაინც არ წააგებს და I ადგილით გავა...
tngh
01 ნოემბერი 2022 15:48
9
სჯობია კვარას მაგივრად ელმასი ათამაშოს ძირითადში რაც შეიძლება ხშირად.ელმასი უფრო სწრაფია,უფრო ამწვავებს თამაშს. Დაიმახსოვრეთ შორს არა არი ის დრო როცა ჩვენი ბარსაგიანი ნაპოლის მთავარი ვარსკვლავი გახდება.
G.LA
01 ნოემბერი 2022 15:35
24
აჰაჰა მართლა მოცლილია რა... სტატიას არ მაზავს ხვიჩაზე.. ზოგი აქ მართლა ნერვიულობს შენს კომენტარებზე:)))
papai
01 ნოემბერი 2022 17:13
0
ამ კაცმა ხო მომკლა რა.... წადი ძმაო, მიხედე შენს ჩაოხრებულ საქმეს
ჟორა ხვედელიძე
01 ნოემბერი 2022 16:24
0
ამ თამაშს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.მაშინ როცა შაბათს გუნდი ატალანტას ეთამაშება სტუმრად,რატომ უნდა შეაკლას თავი ენფილდზე ლივერპულს როცა სამბურთიანი სხვაობით წაგებაც აწყობს???ლივერპულს კი პირიქით,პრესტიჟის და თავდაჯერების გამო სჭირდება ამ თამაშის მოგება.ლოგიკურად ლივერპული ამ თამაშს მოიგებს,მაქსიმუმ ფრე.
Master
01 ნოემბერი 2022 14:55
5
ჩემი ვარაუდით დღეს წააგებს ნაპოლი. ურთულესი თამაში იქნება, ენფილდზე მოგება უბრალოდ დაუჯერებელია. ზღაპარია
.
01 ნოემბერი 2022 13:20
44
რაღა დღეს გამართლდა:))
.
02 ნოემბერი 2022 02:36
0
გასაგებია;) დღესაც იგებს ნაპოლი!!! გაიხარე
.-ს
01 ნოემბერი 2022 15:16
0
წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს!!! უფალი ფარავდეს!!!
გულშემატკივარი
01 ნოემბერი 2022 12:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული