ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: პავარის გაძევება, მბაპეს ორი არჩათვლილი გოლი და პსჟ-ის "ბაიერნთან" მარცხი - "მილანმა" "ტოტენჰემს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი 1/8-ფინალური მატჩი ჩატარდა.

„ბაიერნი“ გასვლაზე პსჟ-სთან უპირატესობას ფლობდა და 53-ე წუთზე ლოგიკურად კომანმა დააწინაურა. მორიგი შეტევისას ჩუპო-მოტინგს გატანა მეკარე დონარუმამ არ დაანება. მასპინძელთა თავდამსხმელები მესი და ნეიმარი ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდნენ. მეორე ტაიმში შეცვლაზე მბაპე შევიდა, რომელსაც ბარძაყის ტრავმის გამო 1-ელი თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და სიტუაცია შეიცვალა. მან ორჯერ გაიტანა, მაგრამ ორივეჯერ თამაშგარე დაფიქსირდა. პარიზელებმა ინიციატივა საბოლოოდ ხელთ იგდეს. მესის დარტყმული ბურთი პავარმა დაბლოკა. კომპენსირებულ დროში საჯარიმოსთან პავარმა მესი წააქცია, გააძევეს, თუმცა მისმა გუნდმა გამარჯვება
მოიპოვა.

„მილანმა“ სახლში „ტოტენჰემი“ დაამარცხა და წარუმატებელი სერიის მერე ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა - ისევ 1:0. თანაც, პლეი-ოფში ბოლო 10 წელიწადში პირველად იმარჯვა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 9 მარტს გაიმართება.

- "ბაიერნი" ბოლო 20 მატჩში დაუმარცხებელია - 16 მოგება და 4 ფრე.
- პსჟ-მა 2020 წლის შემდეგ პირველად განიცადა ზედიზედ სამი მარცხი.
- პსჟ-ის 16 წლის ნახევარმცველი უორენ ზაირე-ემერი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც პლეი-ოფში სასტარტოში დააყენეს. ის 57-ე წუთზე შეცვალეს.
- "მილანმა" ისტორიაში "ტოტენჰემს" პირველად სძლია - აქამდე ორჯერ დაუზავდა და ოთხჯერ წააგო.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“. 46 435 მაყურებელი
პსჟ - ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 კომანი (53)
გაძევება: პავარი (90+2)

მილანი. „სან სირო“. 74 320 მაყურებელი
მილანი - ტოტენჰემი 1:0
გოლი: ბრაიმ დიასი (7)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ესეთი უპირატესობა ბავარიას ბუნდესლიგაშიც კი იშვიათად აქვს.სანამ მბაპე არ შემოვიდა სოფლის გუნდს ჰგავდა პსჟ.თუ კილიანი ფორმაში შევიდა შანსები არის,პირველი რაუნდი ნაგელსმანმა მოიგო
BOSS
15 თებერვალი 2023 20:12
0
ამ გუნდში მხოლოდ ფულის გამო თამაშობენ, არანაირი სიყვარული და პატივისცემა ფეხბურთელების მხრიდან და ეს ეტყობათ კიდეც ისე უემოციოდ თამაშობენ. ფულით ყველაფერს ვერ იყიდი!!!
a a
15 თებერვალი 2023 14:44
1
შენმა მზემ, შენ კი არ გიყვარს არა, მანი, მანი?
a a-s
15 თებერვალი 2023 15:59
4
გუნდი, რომელსაც გასახდელში საქმე დალაგებული არ აქვს, ვერაფერს სერიოზულს ვერასდროს მოიგებს. რა შემადგენლობაც არ უნდა დააგროვოს. ამიტომ პსჟ-ს ისეთი მიდგომა თუ ექნა გუნდის მშენებლობისადმი, არაფერი გამოუვა მომავალშიც. თან სატრანსფერო პოლიტიკაც გაუგებარია, გუნდი აშკარად დაუკომპლექტებელია - ბრწყინვალე თავდასხმის ფონზე სუსტი ნახევარდაცვა, რომელშიც ვერატი ნახევარჯერ ტრამვირებულია ან ტრამვის შემდეგ ფორმაში არაა, დანარჩენები კი არასტაბილური ვიტინიას ჩაღთვლით ტოპ გუნდის დონეს არ შეესაბამებიან. დაცვაშიც საქმე კარგად არ არის, ვინაიდან საკმარისია ჰაკიმიმ ტრამვა მიიღოს, მის ფლანგზე სრული განუკითხაობაა.მეორე ფლანგზეც იგივე სიტუაციაა. თუმცა მთავარი ეს არ არის - მთავარი ისაა, რაც უკვე ვთქვი - გუნდი შეკრული და ერთი მიზნით გაერთიანებული არ არის და ამიტომაც შედეგს ვერ დადებს. სწორად იქცევა მესი, კონტრაქტის გაგრძელებას რომ არ ჩქარობს - სწორი არ იქნება კარიერის ბოლოს დარჩე გუნდში, სადაც ტოქსიკური ატმოსფეროა.
არტ
15 თებერვალი 2023 14:24
0
baierni aris udidesi gundi da iqneba koveltvis
ika
15 თებერვალი 2023 11:39
3
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა - „ნაპოლი“ მესამე ადგილზეა #1TVSPORT (https://1tv.ge/news/superkompiuterma-chempionta-ligis-gamarjvebuli-iwinaswarmetyvela-napoli-mesame-adgilzea-1tvsport/)
ბაიერნმა უნდა მოიგოს ლიგა?!
ლაშა
15 თებერვალი 2023 11:31
3
თან ბაიერნი 10 კაცით თამაშობდა, სანე მკვდარია და ბოლო წუთამდე არ გაიყვანა. გაყვითლებული პავარი დატოვა და კინაღამ წააგო თამაში თავისი სულელური შეცვლებით ნაგელსმანმა. ბაიერნს უფრო დიდი ტრენერი რომ ყავდეს გაგუდავდა პსჟ-ს
Bayern
15 თებერვალი 2023 02:29
7
მასე პსჟ-ს რომ მწვრთნელი ყავდეს და არა გალტიე, გაგუდავდა ბაიერნს)))
)))
15 თებერვალი 2023 11:49
3
წვრთნელი ამ შემთხევაში მაგარი იყო. ბაიერნის თამაშის ყურება დიდი სიამოვნება იყო თან თამაში იყო გასვლაზე. ასე რომ შენ რო ლაპარაკობ გადაუვლიანო მთლად მასე არაა. გასაკვირად მშვიდათ მოიგეს ის თამაში. ისიც ახსანიშნავია რო ის თამაშგარიდან რო არ ჩაუთვალეს პსჯ-ს ისეთი რამდენი აქვთ ჩათვლილი მსაჯებს მსაჯრიდზე ბაიერნთან ვინ იცის და რამდენი ლიგა აქვთ ნაჩუქარი ეგ ხო ცალკე თემაა კიდე. მაგრამ სამართლიანი მსაჯობის დროს ფაქტია ბაიერნი უფრო დარწმუნებულია თავის ძალებში და ეს თამაში უპრობლემოდ მოიგო. ნაგელსმანმა პირდაპირ ტაკტიკურად ბურთი დაახია გალატიეს ფაქტია. ზიდანის დონის წვრთნელია და იმიტო. ეს გალატიე კიდე მოიგებდა ლიგას რო არა ვიდეოგამეორებები. აბა ზიდანმა რაც ლიგა მოიგო ყველა მსაჯების ეგეთი თამაშგარიდან გატანილი გოლებია. იგივე ბაიერნს რა უქნეს 1/2 პირდაპირ დაწვეს მსაჯებმა. ეს თამაშგარე სულ პატარა იყო და იქ კილომეტრიან თამაშგარეს თვლიდნენ და პენალდუ იტანდა ცარიელ კარში მეტი აბა მაგას არაფერი შეუძლია. მერე ფინალში გადაირეოდა ბეილი და ეგაა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
15 თებერვალი 2023 03:44
25

სიახლეები პოპულარული