[PREVIEW] ცუდ ფორმაში მყოფი "ჩელსი" "დორტმუნდს" ესტუმრება

AutoSharing Option
დღეს, 15 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის ორი 1/8-ფინალური მატჩი ჩატარდება. "დორტმუნდი" "ჩელსის" უმასპინძლებს, ხოლო "ბენფიკა" "ბრიუგეს" ესტუმრება.

"დორტმუნდი - "ჩელსი" (00:00)

დღევანდელი დღის ცენტრალური შეხვედრა უდავოდ დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა-პარკზე" გაიმართება. ედინ ტერზიჩის გუნდი ბუნდესლიგაში დამაჯერებლად ასპარეზობს. "ყვითლებმა" 2023 წელს ზედიზედ 6 ოფიციალური მატჩი მოიგო და დღევანდელ შეხვედრას კარგი განწყობით ხვდება. "დორტმუნდი" სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და გათამაშების ლიდერს, "ბაიერნს", მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

საპირისპიროდ, არასტაბილურად გამოიყურება მათი მეტოქე - ლონდონის "ჩელსი". მიუხედავად ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული დიდი თანხისა და სარეკორდო ფასად
შეძენილი მოთამაშეებისა, გრემ პოტერის გუნდის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს და თავად ინგლისელი სპეციალისტის მომავალიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "ლურჯებმა" ბოლოს გამართული 10 ოფიციალური მატჩიდან გამარჯვება მხოლოდ 2 შეხვედრაში მოახერხეს, 4-ჯერ დამარცხდნენ, 4-ჯერ კი ფრეს დასჯერდნენ.

გერმანელთაგან ტრავმის გამო შეხვედრას გამოტოვებენ: მორეი ბაუზა, იუსუფა მუკოკო, მარიუშ ვოლფი.

ინგლისელთაგან კი ტრავმების გამო ბენუა ბადიაშილი, არმანდო ბროია, ნგოლო კანტე, ნონი მადუეკე, კრისტიან პულიშიჩი და ედუარდ მენდი იუქმებენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"დორტმუნდი": გრეგორ კიობელი, იულიან რიერსონი, ნიკლას ზულე, ნიკო შლოტერბეკი, რაფაელ გერეირო, იულიან ბრანდტი, ჯუდ ბელინგემი, ემრე ჯანი, მარკო როისი, კარიმ ადეიემი, სებასტიან ალე.

"ჩელსი": კეპა არისაბალაგა, მარკ კუკურეია, ტიაგო სილვა, ტრევორ ჩალობა, რის ჯეიმსი, რუბენ ლოფტუს ჩეკი, ენცო ფერნანდესი, მიხაილო მუდრიკი, ჟოაო ფელიქსი, ჰაკიმ ზიეში, კაი ჰავერტცი

"ბრიუგე - "ბენფიკა" (00:00)

როგორც გაცნობეთ, "ბრიუგე" საკუთარ მოედანზე "ბენფიკას" უმასპინძლებს. ბელგიელები საშინაო ჩემპიონატში არასტაბილურად გამოიყურებიან და მე-4 ადგილზე არიან. მათი მთავარი ლიდერი ნიდერლანდელი ნოა ლანგია, 23 წლის გარემარბმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 24 მატჩში 7 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა. რაც შეეხება "ბენფიკას", როჯერ შმიდტის გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფება, "არწივები" შესანიშნავ ფორმაში არიან. გუნდების სათამაშო სტილიდან გამომდინარე, დღეს უხვგოლიანი მატჩის მოლოდინში ვართ.

ტრავმების გამო დღეს "ბრიუგეს" სკოვ ოლსენი და ფერან ჟუტგლა დააკლდებიან, პორტუგალიელები კი შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ბრიუგე": სიმონ მინოლე, კლინტონ მატა, ჯეკ ჰენდრი, ბრენდონ მეხელი, ბიორნ მეიერი, მატა რიცი, რაფაელ ონიედიკა, ჰანს ვანაკენი, ტაიონ ბუშანანი, რომან იარემჩუკი, ნოა ლანგი.

"ბენფიკა": ოდისეას ვლახოდიმოსი, ალექს გრიმალდო, ნიკოლას ოტამენდი, ანტონიო სილვა, ალექსანდერ ბა, ჩიკინიო, ფლორენტინო ლუისი, ფრედრიკ აურშნესი, ჟოაო მარიო, დავიდ ნერეში, გონსალო გედეში.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: პავარის გაძევება, მბაპეს ორი არჩათვლილი გოლი და პსჟ-ის "ბაიერნთან" მარცხი - "მილანმა" "ტოტენჰემს" მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ცუდ ფორმაში ჩვენი გუნდები არიან. ჩელსის რა უჭირს
მორიელი
22:10 15-02-2023
0
რაღა ცუდ ფორმაში, კი დახარჯეს ლამის იმდენი, რამდენიც მთელი სერია ა-ს კლუბებს ერთად არ დაუხარჯიათ!
ლაშა
16:54 15-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული