პირველად 2018 წლის შემდეგ - გვარდიოლამ Red Bull Arena-ზე ყველა გააკვირვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში გასვლაზე "ლაიპციგს" დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ამ მატჩმა გულშემატკივართა ყურადღება სხვა მრივაც მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ ინგლისური გუნდის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას არცერთი ცვლილება არ გაუკეთებია.

ჩემპიონთა ლიგაზე მსგავსი რამ ბოლოს 2018 წელს მოხდა, როდესაც 2018 წელს "მანჩესტერ იუნაიტედს" "იუვენტუსთან" შეხვედრაში არცერთი ფეხბურთელი არ შეუცვლია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორი ფეხბურთელებიც არ უნდა გყავდეს,თუ მწვრთნელი არ გყავს კარგი, შედეგს ვერ დადებ.ამის მაგალითია პსჟ.თუ გინდა ჩვენი დინამო ავიღოთ-81 წლის. გიჟები ყოფილან აბა მწვრთნელებში რომ იხდიან ამხელა ფულს.მიუშვან მაშინ ფეხბურთელები თავის ნებაზე.....მსოფლიომ აღიარა და აი ქართველებს არ მოსწონთ(ზოგიერთებს)
კახა ქ.
28 თებერვალი 2023 08:41
2
საუკუნის ქურდი ტრენერია. როჟამ მაგარი ტრენერობის იმიჯი მოიპარა. უბრალოდ დააკვირდით: ბარსელონა ( ხავი,ინიესტა,მესი პიკის ფორმაში, მაგ ბიჭებს იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟი რომ დაეყენებინად მწვრთნელად ისიც კი გაამართლებდა) მერე ჰაინკესის დანატოვები ,ტრიპლეტ მოგებული ბაიერნი ,სადაც მხოლოდ ბუნდესლიგა მოიგო,რომელსაც კოვაჩიც კი იგებს. ლიგაზე გვარდიოლას ბაიერნმა განიცადა გუნდის ისტორიის სირცხვილი,რეალთან სახლში 0:4 . ესე ბაიერნს არასდროს,არავისთან არ წაუგია! მერე მოდის სიტი. გუნდს ,რომლის მფლობელებსაც და ფანებსაც საუკეთესოს პრეტენზია აქვს და სადაც მის ეპოქაში მილიარდზე მეტი მარტო დაცვაში აქვს დახარჯული,ლიგა არ აქვს მოგებული !!! პრემიერლიგის ტიტული მანჩინისაც აქვს მოგებული და პელეგრინის გაცილებით ნაკლები რესურსით. ლიგაზე ხან მონაკო აგდებს და ხან ლიონი. გვარდიოლა ვერასდროს ვერ გამოძერწავდა რამეს ფერგის მანჩესტერისგან ( ნოლიდან რომ დაეწყო) მაურინიოს ინტერისგან,ჰაინკესის ბაიერნისგან და ა.შ.
ფედე
23 თებერვალი 2023 15:35
15
მე ვერ დაგეთანხმები. პირიქით, მე მას საუკუნის მწვრთნელად ვთვლი, რადგან იცის რას აკეთებს. ჯერ ბარსას ფეხბურთი ხო ასწავლა. მერე ბაიერნზე რომ დაწერე, ნახე ბაიერნი დღემდე მის ნასწავლ ფეხბურთს თამაშობს. და სიტის რას ერჩი? როცა უნდა და ვისაც უნდა იმას ისე მოუგებს როგორც გაუხარდება. ზოგადად დაფიქრდი ამდენ ფულს რომ ხარჯავენ საიდან უნდ ამოიტანონ? ისევ ტოტალიზატორიდან. ამიტომ დამშვიდდი. სახლში ნახავს რასაც უზავს. წელს ლიგას აიღებს სიტი. ეს გადაწყვეტილია. ამიტომ დამშვიდდი. აი ნახავ თუ ასე არ იქნება.
zura
26 თებერვალი 2023 11:48
2
მოგეძია ჯერ რას იძახიან ხავი, ინიესტა და მესი გვარდიოლაზე როგორც მწვრთნელზე და მერე დაგეწერა რამე ჭკვიანური. თუ გეზარება მოძებნა გეტყვი რომ მას გენიოსად თვლიან. შენ ბარემ ისაც გვითხარი ვინ გყავს გაწვრთნილი და რომელი ლიგა გაქვს მოგებული
ფედეს
24 თებერვალი 2023 03:33
1
ყველა გამოხმაურება
უსახური თამაში დოღლიგის წარმომადგენლის შესრულებით!...
ამდენი ფულის პატრონი, მაგრამ არაფრისმაქნისი კლუბი.
ლაშა
23 თებერვალი 2023 12:40
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული