ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი ჩატარდა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.
მბაპემ დაპირებული ჰეთ-თრიკი ვერ შეასრულა - პსჟ მესისთან ერთად ტურნირს ზედიზედ მეორედ გამოეთიშა მერვედფინალიდან.
„ბაიერნს“ პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული. საპასუხო მატჩი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, პირველ ტაიმში ყველაზე რეალური შანსი სტუმრებს შეექმნათ, მაგრამ ვიტინიამ მეკარე ზომერის შეცდომით ვერ ისარგებლა - მის მიერ დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან დე ლიხტმა გამოიტანა. შესვენების შემდეგ მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ. მსაჯმა ჩუპო-მოტინგის გოლი მიულერზე თამაშგარის გამო არ
ჩათვალა, თუმცა მან მალე მაინც დააწინაურა თავისი გუნდი. ბოლოს დონარუმას კარი გნაბრიმაც დალაშქრა - 2:0. "რეკორდმაისტერმა" "პარი სენ ჟერმენს" ისევ სძლია და ოცდამეერთედ გავიდა 1/4-ფინალში, რაც ტურნირის რეკორდია.
„მილანმა“ სახლში 1:0 მოგების შემდეგ ლონდონში წვიმიან ამინდში სასურველ ფრეს (0:0) მიაღწია "ტოტენჰემთან", რომელიც 77-ე წუთზე რომეროს გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა. "როსონერი" მეოთხედფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
ბაიერნი - პსჟ 2:0
გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (62), 2:0 გნაბრი (90)
ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოტსპური“. 61 602 მაყურებელი
ტოტენჰემი - მილანი 0:0
გაძევება: რომერო (77, ტოტენჰემი)
ხედავტ რა სუსტი არგენტინა გააჩემპიონა მარტომ?!
რა ქნას მესიმ პსჟ-ში პარტნიორები არ უვარგა და მარტო ხო ვერ მოიგებს :)