ხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

AutoSharing Option

დღეს, 17 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ბრმა (განთესილები არ არიან, ნებისმიერი შესაძლოა ნებისმიერს შეხვდეს) წილისყრა გაიმართა.

გუნდები: "ნაპოლი" (იტალია), "მილანი" (იტალია), "ინტერი" (იტალია), მადრიდის "რეალი" (ესპანეთი), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი) და "ბენფიკა" (პორტუგალია).

წილისყრა:

მადრიდის "რეალი" - "ჩელსი"

"ინტერი" - "ბენფიკა"

"მანჩესტერ სიტი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"მილანი" - "ნაპოლი"

პოტენციური ნახევარფინალური წყვილები

მილანი/ნაპოლი V ინტერი/ბენფიკა
რეალი/ჩელსი V სიტი/ბაიერნი
შეხვედრები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები 9-10 და 16-17 მაისს, ფინალური შეხვედრა კი 10 ივნისს, თურქეთის
ქალაქ სტამბოლში ჩატარდება
მკითხველის კომენტარები / 99 /
ფინალი??? ნაპოლი-რეალი.მე ესე მინდა!!!!!!
კობა
10:43 18-03-2023
0
ამ სეზონზე ნაპოლის საქმე ისე აეწყო, მგონი ნეაპოლის მთავარი ქალღმერთი, წმინდა იანუარისიც მაგრა გვერდში უდგას და სულაც არ გამიკვირდება, ნაპოლის ორივე სარბიელზე გამარჯვება.
მალხაზ ჯობავა
10:23 18-03-2023
1

სიახლეები პოპულარული