ხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

AutoSharing Option

დღეს, 17 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ბრმა (განთესილები არ არიან, ნებისმიერი შესაძლოა ნებისმიერს შეხვდეს) წილისყრა გაიმართა.

გუნდები: "ნაპოლი" (იტალია), "მილანი" (იტალია), "ინტერი" (იტალია), მადრიდის "რეალი" (ესპანეთი), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი) და "ბენფიკა" (პორტუგალია).

წილისყრა:

მადრიდის "რეალი" - "ჩელსი"

"ინტერი" - "ბენფიკა"

"მანჩესტერ სიტი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"მილანი" - "ნაპოლი"

პოტენციური ნახევარფინალური წყვილები

მილანი/ნაპოლი V ინტერი/ბენფიკა
რეალი/ჩელსი V სიტი/ბაიერნი
შეხვედრები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები 9-10 და 16-17 მაისს, ფინალური შეხვედრა კი 10 ივნისს, თურქეთის
ქალაქ სტამბოლში ჩატარდება
მკითხველის კომენტარები / 99 /
ბენფიკის დიდი გულშემატკივარი ვარ. ამ სეზონში განსაკუთრებით ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. მეორე მხარეს ხვიჩას დიდი ფანი ვარ და აქედან გამომდინარე ნაპოლის. ბენფიკა-ნაპოლი სანახაობრივად ლამაზი თამაში უნდა იყოს, იმედია ორივე გავა ნახევარფინალში! ფინალი მინდოდა ამათი მონაწილეობით, მაგრამ არ გამოვიდა.
ვანო
17 მარტი 2023 16:16
2
რეალს და ბაირნეს რათქმა უნდა ჯობდა ასე, მაგრამ არც მთლად მარტივად არ იქნება ეს ამბავი.. მილანთან აპრილში სამი თამაში მოუწევს - ორი ლიგის და ერთი ჩემპიონატის 2 აპრილს და მიხარია რომ მაგ მატჩს დავესწრები.. ფორცა ნაპოლი
papai
17 მარტი 2023 16:16
1
როგორც ჩვენ, კვარას გულშემატკივრები ასევე, ალბათ მილანის, ინტერის და ბენფიკას გულშემატკივრებიც კმაყოფილები არიან წილისყრით.
ვისურვებდი ნაპოლისა და რეალის ფინალს, ხო მაგრამ მანამდე მისვლა ადვილი არ იქნება.
წარმატებები კვარას და ნაპოლის!
თემური
17 მარტი 2023 16:14
4
მარადონა გააძლიერე შენი ლოცვა!!! თუ ნაპოლიმ მოიგო ლიგა და სკუდეტო სარწმუნოებას შეიცვლიან იტალიაში და მარადონას გარდაცვლილ სულს დიდ 3 წლისთავს აუღნიშნავენ
ლაშა
17 მარტი 2023 15:39
4
ნახევარფინალები ნაპოლი ბენფიკა. ბაიერნი ჩელსი. ფინალი ნაპოლი ...
A
17 მარტი 2023 18:16
5
პირიქით მოხდება ყველაფერი იმის გამოკლებით რომ ფინალში ნაპოლი ითამაშებს! ვერც ბენფიკა გავა ნახევარფინალში და ვერ ბაიერნი. სიტი - რეალუს გამარჯვებული შეხვდება ნაპოლის ფინალში. სავარაუდოდ მაინც სიტი - ნაპოლი.
Zaza
17 მარტი 2023 19:11
3
20 წელიწადში ერთხელ გადი ლიგაზე და იქაც იტალიურ გუნდებს ხვდება
las
17 მარტი 2023 16:26
1
Yvelaze metad eg ar mindoda:( milans vgulshematkivrob 30 welia,magram xvichas pontshi es gavardna ar gamitydeba(milanis)tan naxevarpinalic upro advilia vidre meore mxares!!!!
L.J .
17 მარტი 2023 15:21
3
მე მილანის ფანი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ნაპოლის მხარეს ვარ, იგივეს ველი სხვა გუნდთა ქარელი ფანებისგან ნაპოლისთან შეხვედრისას, განსაკუთრებით რეალის ფანებბისგან.დდდ რადგან მაგათ იმდენი ლიგა აქთ მოგებული კიდე ერთს თუ არ მოიგებენ ბევრი არაფერი დააკლდებათ.
რრრ
17 მარტი 2023 18:36
3
გასულა ფინალში და ეგ არის! მილანი, ინტერი ან ბენფიკა! ყველასთან შეიძლება თამაშიც და მოგებაც! ფინალი მე უფრო მგონია მანსიტი ნაპოლი იქნება! ნაკლებად რეალი ნაპოლი!
მწვრთნელი
17 მარტი 2023 15:41
7
ნაპოლი ფინალშია!!!
ალექსანდრე
17 მარტი 2023 17:07
5

სიახლეები პოპულარული