"ტორპედო" - პერისიჩი არც განხილულა, ნანიზე კლუბმა უარი თქვა, პატო და "რეინჯერსის" ნახევარმცველი რეალურია...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" სატრანსფერო ამბებზე ბევრი იწერება. მამადუ სახოს ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, ქართულ მედიაში, ხორვატულ წყაროზე დაყრდნობით, დაიწერა, რომ ქუთაისურ კლუბს მალე პორტუგალიელი ნანი და ხორვატი პერისიჩი შეუერთდებოდნენ.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, ეს ტრანსფერები გამორიცხულია, თუმცა სხვა საინტერესო ვარიანტები არსებობს.

ჩვენი წყაროს თანახმად, პერისიჩზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ნანისთან დაკავშირებით კი ყველა დეტალი ცნობილი იყო, საბოლოოდ კი ტრანსფერზე უარი კლუბის ხელმძღვანელობამ თქვა.

რაც შეეხება შესაძლო ტრანსფერებს. ერთი ალეშანდრო პატოა. 34 წლის ბრაზილიელი ამჟამად უკლუბო
დაა. ბოლოს ევროპაში ის "ვილიარეალში" თამაშობდა, გულშემატკივრებს კი "მილანიდან" და "ჩელსიდან" კარგად ახსოვთ. "ტორპედოს" კიდევ ერთი შესაძლო ახალწვეული, გლაზგოს "რეინჯერსის" 32 წლის ნახევარმცველი რაიან ჯეკია.

შეგახსენებთ, მალე "ტორპედო" კონფერენს ლიგაზე ჩაერთვება.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ტორპედოს წარმატება, მაგრამ თბილისის და ბათუმის დინამოს რა ეშველება, ამ შემადგენლობით უნდათ ევროპის თასებზე გამოსვლა? ბათუმზე განსაკუთრებულად შემტკივა გული, ხალხი როგორც დღესასწაულზე, ისე დადიოდა სტადიონზე. ყველაფერი წარსულში დარჩა.
მერაბი
09:23 12-06-2024
2
Tbilisis dinamos gamwarebulo fanebo. Chisko arsad dagekargot
Geguchadddddzzz
08:53 12-06-2024
5

სიახლეები პოპულარული